ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე სპარინგები დაგეგმა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამომ" ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება 9 იანვარს დაიწყო. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ვიცე-ჩემპიონის საკონტროლო მატჩების გრაფიკი უკვე დაზუსტებულია.

23 და 26 იანვარს აჭარლები სპარინგებს საქართველოში გამართავენ, მაგრამ აქაური მეტოქეები ჯერ გაურკვეველია. სამაგიეროდ, თურქული შეკრებისთვის ყველაფერი დაზუსტებულია.

28 იანვრიდან 10 თებერვლამდე ბათუმელები ბელეკში ივარჯიშებენ და 5 ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ: 31 იანვარს სლოვაკეთის "პოდბრეზოვას" დაუპირისპირდებიან, 3 თებერვალს - უნგრეთის "პაკშს", 8-ში - უკრაინულ "ზორიას", ხოლო 9-ში - ყაზახეთის "ირტიშს".

მხოლოდ ის არის დასაზუსტებელი, 6 თებერვალს დინამოელები რუმინეთის "ბოტოშანს" შეხვდებიან თუ
სხვა მეტოქეს. ეს უშუალოდ ბელეკში დაზუსტდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოღონდ ირტიშთან არა რაა..მეშინია სირცხვილის.
Nukri
11:01 13-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული