"გუნდი 10 იანვარს თბილისში შეიკრიბა. მოთამაშეებმა ჯერ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. გუნდი კვირის ბოლომდე ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშებს. მერე კი სამტრედიაში გავემგზავრებით და იქ უკვე ორჯერად ვარჯიშებზე გადავალთ", - ამბობს "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.
მისი თქმით, მოსამზადებელი ეტაპის გეგმები დაზუსტების პროცესშია:
"გარკვეული გვაქვს, საქართველოში როდის და სად მოვემზადებით, მაგრამ უცხოეთში გავემგზავრებით თუ არა, ჯერ არ ვიცით. იმედია, ასეც მოხდება. ამ შემთხვევაში, 2-კვირიან
სულ ხუთკვირიანი მზადება დავგეგმეთ. პირველი ორი კვირის განმავლობაში თემურ ლორთქიფანიძე ბიჭებს ჯანზე მოიყვანს და საკონტროლოებს მხოლოდ ამის მერე ჩავატარებთ.
შეკრებაზე თავიდანვე თამაში ტრავმის ძალიან დიდ რისკს შეიცავს. მჯერა, სეზონის დაწყებამდე ბიჭები კარგ ფორმაში იქნებიან".
ცხადია, ცეცაძეს საკადრო ცვლილებებზეც ვკითხეთ. გავრცელდა ცნობა, თითქოს, "სამტრედიაში" ორი უკრაინელი ფეხბურთელისა და ეროვნული ნაკრების ერთი წევრის დამატებას აპირებდნენ:
"არა, ეს ტყუილია. საერთოდ, ახლა ჩვენთან დიდი საკადრო ცვლილებები არც განხორციელებულა. ერთი ფეხბურთელი წავიდა - მეკარე გაბი თებიძე. მის ნაცვლად, ასევე მეკარე - ომარ მიგინეიშვილი დავიმატეთ. ეს იყო ზამთრის სატრანსფერო პერიოდში "სამტრედიის" პირველი ოფიციალური ტრანსფერი.
მიგინეიშვილი 31 წლისაა, გამოცდილია, ეროვნულ ნაკრებში უთამაშია და მჯერა, გამოგვადგება. მან უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და კონტრაქტიც გააფორმა. ჯერ მხოლოდ ეს ცვლილებებია, მაგრამ ცხადია, გაძლიერებაზე უარს არავინ იტყვის. სიახლეები კიდევ არის მოსალოდნელი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"