ნიკოლოზ გელაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს.

ინფორმაცია ამის შესახებ თბილისური გუნდის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა.

ფეხბურთელმა "დინამოსთან" 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 99-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"პირველად ვარ "დინამოს" ბაზაზე და საკმაოდ კარგი პირობებია იმისთვის, რომ გამოხვიდე, ივარჯიშო, ფეხბურთი ითამაშო.

მთავარი ფაქტორი "დინამოში" გადმოსვლის - ჩემი ამ გუნდში თამაშის დიდი სურვილი იყო. რა თქმა უნდა, დაინტერესება იყო მთავარი მწვრთნელისგან და ხელმძღვანელობისგანაც.

მიზანი ქვეყნის ჩემპიონობა და თასის მოგება იქნება, მაგრამ "დინამო" იმხელა გუნდია, ევროასპარეზზეც უნდა ვაჩვენოთ აუცილებლად შედეგი", -
უთხრა გელაშვილმა "დინამოს" ოფიციალურ საიტს.

გელაშვილი კარიერის მანძილზე "ვიტ ჯორჯიის", "კახეთის", "ზესტაფონის", "ბოხუმის", "ყარაბახის" და "ფლამურტარის" ღირსებას იცავდა, ბოლო კლუბი კი, სადაც 30 წლის ფორვარდმა ითამაშა, კვიპროსული "პაფოსი" გახლდათ.
მკითხველის კომენტარები / 14 /
გელაშვილი დინამოს გააძლიერებს.
bebeto
20 იანვარი 2016 17:56
0
მაშინ შენ მითხარი აბა ბოლო 4 წელიწადში რამდენი ახალგაზრდა გაიზარდა დინამოში და რატო წავიდნენ სხვა გუნდებში და რა შედეგი დარჩა დინამო (გარდა ტრანსფერში აღებული კაპიკებისა?) როცა თავად ხემძღვანელობა ამბობს რომ ევროტურნირისთვის მზად არ ვართ და ამ ბავშვების აღზრდას ველოდებითო,ეგ უკვე გულშემატკივარის უპატივცემულობაა.გაიზარდა 4 5 კარგი მონაცემების ფეხბურთელი მაგრამ საშუალო დონის გუნდებშიც ვერ მოხვდნენ,და იმიტომ წავიდნენ რომ მეტი ხელფასია იქ.სწორია რომ უნდა გაზარდოს გუნდმა ახალი თაობა მაგრამ მათი სამომავლო შენახვის საშუალება არის? ამიტომ მაინც სხვაგან წავლენ და იქ ითამაშებენ.ერთადერთი გამოსავალი ლეგიონერებშია.როგორც მოხდა ყაზახურ ასტანაში,აზერბაიჯანულ ყარაბახში და გაბალაში და ასე შემდეგ...
qomagi
20 იანვარი 2016 16:22
0
1992 წელს გელაშვილმა ბაღი დაამთავრა, რეებს წერ:) ისე გელაშვილი მართლა კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ თავი გაიფუჭა უაზრო გუნდებში თამაშით. იმედია ისევ ძველ გელაშვილს ვიხილავთ.
GRRR-ს
19 იანვარი 2016 22:45
0
1 წელი რაიყო სადმე ეჩქარებათ? კაროჩე რამდენმა ფეხბურთელმა გაიარა დინამოს შემადგენლობაში და შედეგი ნულია. დამოუკიდებელ ისტორიაში მხოლოდ 2004 წელს უეფას თასის ჯგუფური ეტაპი და ისიც ყველა წაგება ჯგუფში.ბატონო ფიფია ჩამოყარე ლეგიონერები შეეშვი ქართველ 19 20 წლის ბავშვებს.დაანებეთ ამ ბავშვთა ფეხბურთს თავი და ეგ ფული მთავარ კლუბს მოახმარეთ.რადროს ბავშვებია დღეს უკვე კაპიტალიზმია და თუ მხარი არ ავუბით სხვანაერად არაფერი გამოვა.
ქომაგი
19 იანვარი 2016 20:56
0
რაღა დროს გელაშვილია?! ვერ გავიგე დინამო საფეხბურთო კლუბია თუ მოხუცთა თავშესაფარი... გელაშვილი ბოლოს ზესტაფონში რომ თამაშობდა(1992წ:-) იმის მერე გოლი არ გაუტანია და გეგუჩაძეს რაში სჭირდება ვერ გავიგე...
GRRR
19 იანვარი 2016 20:55
0
აიმიტომ ხართ წარმატებული გუნდები 1 წლიანებს ,რომ უფორმებთ ფეხბურთელებს და მერე ,რომ შეთამაშდებიან და გარბიან ისევ..................
Nukri
19 იანვარი 2016 18:40
0
აიმიტომ ხართ წარმატებული გუნდები 1 წლიანებს ,რომ უფორმებთ ფეხბურთელებს და მერე ,რომ შეთამაშდებიან და გარბიან ისევ..................
Nukri
19 იანვარი 2016 18:31
0
ფული ჰქონდეს კაცს და მოხმარა არ იცოდე ... ესე ჭირს ფიფიას. გეგუჩაძე ხო სართოდ ხო ... აღარც მინდა ვთქვა...
patikoo11@mail.ru
19 იანვარი 2016 16:50
0
გიგა რამდენი წლის ხარ
ბენი
19 იანვარი 2016 16:42
0
კარგით რა, დაამტკიცა გეგუჩაძემ როგორი დაბალი დონის მწვთნელია, ზუსტად იგივე გააკეთა ზესტაფონში მეორედ რომ მიბრუნდა, მიიყვანა დვალი, გელაშვილი, გვალია და კიდე ბევრი მაგრამ, რას მიაღწია კი ნახეთ,იგივეს აკეთებს აქაც, გამოვარდებიან ევრო ლიგიდან და გაუშვებს ფიფია გეგუჩაძეს თავის ფეხბურთელებით, ეჰჰ ძალიან დაბალი დონე ყოფილა გეგუჩაძე...
giga
19 იანვარი 2016 15:58
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული