"თბილისის "დინამოში" ჩემი ადგილი არ იყო. ამას მივხვდი და დაუფიქრებლად წამოვედი. საერთოდ, თუ ვერ ვთამაშობ, ცუდად ვარ - მატჩის სკამიდან ყურება არ შემიძლია.
მაგრამ "დინამოდან" წამოსვლა სულაც არ ნიშნავს, რომ ფეხბურთზე ხელი ჩავიქნიე. პირიქით, კარიერას ხელახლა ვიწყებ. იმედია, ბათუმის "დინამოში" სათამაშო პრაქტიკა მექნება და ფორმას აღვიდგენ", - ამბობს ტვილდიანი.
მან თბილისის "დინამო" უკვე მეორედ დატოვა. პირველად, ის "დინამოში" 2010-13 წლებში ირიცხებოდა და დუბლებიდან ძირითადი
მაგრამ 2012 წელს, გუნდში ადგილის დამკვიდრებას რომ იმედოვნებდა და საუკეთესო ფორმაშიც იყო, ჰოლანდიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ევროშესარჩევ მატჩში დაშავდა და მალე "დინამოს" დატოვება მოუხდა.
ფორმის აღსადგენად ტვილდიანმა ითამაშა ბოლნისის "სიონში", რუსთავის "მეტალურგსა" და ქობულეთის "შუქურაში", საიდანაც შარშან ზაფხულში გია გეგუჩაძემ თბილისის "დინამოში" დააბრუნა.
სხვათა შორის, ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ, ოთარ კაკაბაძესთან ერთად, მარჯვენა მცველის პოზიციაზე სასურველ ალტერნატივად ტვილდიანიც დაასახელა და შეკრებაზეც მიიწვია, მაგრამ 22 წლის მოთამაშემ ტრავმების გამო გუნდის ფორმა მხოლოდ ოთხჯერ მოირგო.
ბათუმის "დინამოს" ახალწეული მაინც იმედიანადაა განწყობილი:
"მთავარია, საბოლოოდ მოვმჯობინდი, ტრავმა მოვირჩინე და ნელ-ნელა "ვცოცხლდები". არაფერია, კარიერა წინაა და მჯერა, მალე ყველაფერი კარგად იქნება".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"