"გურიაში" საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი ვარჯიშობს?

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" ერთკვირიან შეკრებას თბილისში გაივლის. როგორც იცით, კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და რამდენიმე დღეა, სასელექციო მუშაობას რუსი სპეციალისტი ვიქტორ დემიდოვი ეწევა.

"ლანჩხუთის "გურიაში" აქტიურად მიმდინარეობს სელექციის პროცესი, რის შემდეგაც, გვინდა დავარწმუნოთ ჩვენი გულშემატკივარი - ჩვენი მწვრთნელები მოახერხებენ ისეთი ფეხბურთელების შეკრებას, "გურიას" კარგად დაბალანსებულ, ბრძოლისუნარიან გუნდად რომ აქცევს.

უახლოეს დღეებში, როცა სამწვრთნელო შტაბი შერჩევის პირველ ეტაპს დაასრულებს, ოფიციალურად გაცნობებთ ამ სიახლეების შესახებ. გეტყვით, რომ ამჟამად "გურიაში" წვრთნას რამდენიმე ლეგიონერი, მათ შორის თავისი ქვეყნის ეროვნული ნაკრების წევრი გადის.

როგორც იცით,
ამჟამად გუნდი ურეკშია შეკრებილი. ამასთან, გვინდა განვმარტოთ, რომ ამ ეტაპზე ლეგიონერების ჩამოყვანა, მათი წვრთნა და სხვა ხარჯები, მათ შორის - ურეკში გუნდის შეკრება, მთლიანად ინვესტორის მიერ ფინანსდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ იხარჯება.

ასევე ინვესტორის მიერ და მისივე ხარჯით, დაგეგმილია ერთკვირიანი შეკრების მოწყობა თბილისში", - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"გურიას" თემა იყო ერთ-ერთი მთავარი იმ საკითხებს შორის, რაც ხუთშაბათს ლანჩხუთის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.

ლანჩხუთის გამგებელმა და ამავდროულად "გურიას" პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ განაცხადა:

"მალე გეტყვით, ვინ არის სპონსორი. ყველა ხარჯს ის ფარავს. მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყვანა და შემდეგ ევროპაში სარფიანად გაყიდვაა. ამჟამად ჩვენს გუნდში 7 უცხოელი ვარჯიშობს. ერთი - საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია, 19 წლის, რომელიც, მეტად პერსპექტიულია.

ერთი არის კოტ დივუარის ნაკრების მოთამაშე, 2 ნიგერიელია და ორიც უკრაინელი.

ეს სპონსორი დიდი ხვეწნის შემდეგ მოვიდა. თუ დღეს ვეტყვით, რომ წავიდეს, წავა. ვინ არ შევაწუხე, ლამის დავუჩოქე ხალხს, რომ წამოსულიყვნენ. მათ არც ჩვენი ბაზა უნდათ, არც სხვა რამ...

...რაც შეეხება გრიგოლეთის ბაზას, როცა გუნდი თბილისიდან ჩამოვა, სწორედ ამ ბაზაზე დაბინავდება. უბრალოდ, იქ არის მინდვრის პრობლემა. სპეციალისტი უკვე ჩამოვიყვანეთ და თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო, ეს პრობლემა მალე მოგვარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ნეტა ჩვენ გვყავდეს ისეთი გამგებელი როგორც ლანჩხუთს. ეს კაცი ფეხბურთისთვის ბევრ რამეს გიკეთებთ და ნუ იქნებით უმადურები.
ქობულეთი. ნიკა.
01 თებერვალი 2016 14:24
0
როცა ზოგიერთ კომენტარს გაეცნობი მიხვდები ვისთან გვაქვს საქმე. ამათ ისე აინტერესებს ლანჩხუთის გურიაში რახდება როგორც მე მთვარეზე. ამოძრავებთ მხოლოდ პირადი ინტერესი გამგებეთან. (განაწყენებული ნაცები არიან). 3 წლის განმავლობაში რაც ლანჩხუთში ფეხბურთან დაკავშირეით გაკეთდა ესეთი რამ საპჭოთა კავშირის შემდეგ არ გაკეთებულა. რაიონს დაუბრუნდა ხუთ ჰექტარ ნახევარი მიწა ზღვაზე გრიგოლეთში. აშენდა ახალი საფერბურთო ბაზა. აშენდა თანამედროვე გასახდელები გურიის ცენტრალურ სტადიონზე. სწორედ 2013 წელს ურუშაძის გამგებლობის დროს გადმოვიდა გუნდი უმაღლეს ლიგაში 13 წლის შემდეგ. ამჟამად ლანჩხუთში ფუნქციონირებს ბავშთა საფეხბურთო აიპი სადაც 300 ბაშვი უფასოდ ვაღჯიშობს, ასევე ფუნქციონირებს აიპი სადაც ვარჯიშობენ გოგონები(3 მადგანი უკვე ეროვნულ ნაკრებშია მიწვეული). და უამრავი სხვა რამ. რაც შეეხება ინვესტორს, ესეც დიდი შრომის შედეგია რომ სწორედ ლანჩხუთის გურიაში შემოვიდა სპონსორი რომელიც თანადაფინანსებას გააკეთებს და კლუბს დაეხმარება. ამაში კარგის გარდა სხვა რარი. მაგრამ დაუნახავი ვერ დაინახავს. ვინც ვერ ხედავს ცივი წყალი დალიოს.
გური
29 იანვარი 2016 15:27
0
როგორი აფერისტი და გადამგდები თვითონ ზაზა ურუშაძეა, ისეთები იქნებიან ისინიც, არც ბაზა აინტერესებთ , არც სტადიონი და ისე აპირებენ ფულის დახარჯვას გურიაში? თან სომხები ყოფილან, მაგათ უყვართ ხარჯვა ზაან
zuka
25 იანვარი 2016 00:33
0
Арика икнеба ешвелос гурияс.араа магисана бедис арц гунди арц раиони да балещикеби
Бориси
24 იანვარი 2016 22:30
0
ურეკშიო!!!!ნუთუ ? ისევ რუსული აირის 1 %-ი აქციების მფლობელის, "ელამი рetres, ძმის" "ყურები" გამოჩნდა.
mi-6
24 იანვარი 2016 14:27
0
საფრანგეთის ახალგაგაზრდული ნაკრებების მოთამაშეების კლუბებს შევავლე თვალი და არიან ზოგი ლე ავრის და ვალანსიენის დუბლებში მოთამაშეები, რომელთაც არ ეძლებათ ძირითად გუნდში თავიდ დამკვირების შანსი. ასეთი ფეხბურთელის ჩამოყვანა და მის უფრო მაღალ დონეზე აყვანა არ არის რაღაც საოცრება, თორემ მაგათ რომ ძირითად გუნდში მოხვედრის რაიმე შანსი რომ ჰქონდეთ, აქეთ არც გამოიხედავდნენ
ijdsjswwhejw
24 იანვარი 2016 14:09
0
და რომელ ტყუილში ბატონო ზურა?ამ ბოლო ხანს გრიგოლეთში თუ ბრძანდებოდით ნახავადით როგორი ბაზა წამოჭიმეს და ეხლა მინდვრის საფარზე მიდის მუშაობა საერთოთ საქმის მკეთებლებს ყოველთვის ყავს ცუდის მთქმელები.აი რაიონში იმდენი პრობლემაა უამრავი და რომ არ გაიხედოს ფეხბურთისსკენ ვინმე რამეს ეტყვიის? არ თქვათ ეხლა რო ფულის თეთრება მიდის და რაგაცეები ფულის გათეთრება ვისაც უნდა ტენდერები ზედ გამოჭრილია ვერ დაითვლი იმდენს გაათეთრებ ასერომ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და თუ ვინმე რამე კაის გააკეთებს მადლობა გადავუხადოთ.
iorkezi
24 იანვარი 2016 13:59
0
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი არ ვიცი მაგრამ ინვესტორს რომ მართლა ყავს გუნდი დაფინანსებული და თვითონ არჩევს ფეხბურთელებს ეს ნამდვილად სიმართლეა, უბრალოდ ურუშაძემ ისე გაიფუჭა სახელი არავინ აღარ უჯერებს
ako777
24 იანვარი 2016 13:35
0
ზურა, გაგვაგებინე რა ხდება? მართალი გითხრა არც მე მჯერა, რომ საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების მოთამაშე აქ ჩამოვიდა. რა ფულის მახეზეა საუბარი? არ ვიცი რა ხდება და იმიტომ გეკითხები.
VENDETTA
24 იანვარი 2016 13:14
0
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი გურიაში?!
კაკაურიძე ჩადი ერთი ურეკშ. და გაიგე რა ხდება ჩვენს თავს)))
ზაზა ურუშაძეს ყველამ მადლობა უნდა უთხრას, ეს კაცი ბევრს აკეთებს ფეხბურთისთვის.
მთავარია 1 წლიანი გუნდი არ გაკეთდეს..
წარმატებები გურიას!
georgiano
24 იანვარი 2016 13:03
0

სიახლეები პოპულარული