ზესტაფონელებმა ერთმანეთში იჩხუბესო...

AutoSharing Option
გუშინ "ზესტაფონის" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა, გიორგი ხიდეშელმა და ნიკოლოზ გელაშვილმა გუნდის ესპანური შეკრება დატოვა და საქართველოში გამობრუნდა. ბუნებრივია, მიზეზით დავინტერესდით. მათ ესპანეთში "ზესტაფონის" მიერ აქამდე გამართული ორი საკონტროლო მატჩიდან ერთშიც არ მიუღიათ მონაწილეობა, როგორც ითქვა, მიკროტრავმების გამო. ტრავმების გამო შეკრების ნაადრევად დატოვება მთლად სარწმუნო ამბად ვერ მივიჩნიეთ და მომხდარის რეალური მიზეზის გარკვევა დავიწყეთ.

თავიდან შევიტყვეთ, რომ ხიდეშელსა და გელაშვილს საქართველოსკენ გამოსამგზავრებელი ბილეთები ნაადრევად უდისციპლინობისთვის აუღეს, შემდეგ კი რამდენიმე სანდო წყარომ გვაცნობა, რომ მათ ერთმანეთში იჩხუბეს
და შეკრებიდანაც ამიტომ დაითხოვეს.

"ხიდეშელი და გელაშვილი ესპანური შეკრებიდან გათავისუფლებულები არიან, კლუბთან მათი თანამშრომლობის საკითხი უახლოეს მომავალში გაირკვევა", - გვითხრა "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ, ფეხბურთელთა უდისციპლინობისა და კონკრეტული კონფლიქტის ვერსიაზე კომენტარის გაკეთებისგან კი თავი შეიკავა.

ესპანეთში გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესაც შევეხმიანეთ, რომელმაც ფეხბურთელთა უდისციპლინობის ფაქტი დაგვიდასტურა.

- რატომ დატოვეს შეკრება ხიდეშელმა და გელაშვილმა?
- დისციპლინის დარღვევის გამო.

- მათ მხოლოდ შეკრება დატოვეს თუ კლუბიც?
- მხოლოდ შეკრება, დანარჩენზე კი საქართველოში დაბრუნების შემდეგ ვიმსჯელებთ.

- ჩვენი ინფორმაციით, მათ ერთმანეთში იჩხუბეს...
- ინფორმაცია ბევრნაირი შეიძლება გავრცელდეს...


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული