ვფიქრობთ, შეხვედრის დეტალურ მიმოხილვას აზრი არ აქვს. ოქმში ნახავდით, რომ ჰეთთრიქი ჩეხთა კამერუნელმა ფორვარდმა ლეო კვეუკემ შეასრულა, დავიდ პაველკამ კი ქართველთა კარში წყვილი გოლი გაიტანა. "ზესტაფონის" კარის დარაჯმა ზურაბ მამალაძემ კი ისევე, როგორც "ლეხთან" ამხანაგურ მატჩში, აქაც თერთმეტმეტრიანი მოიგერია. აქვე იმასაც გეტყვით,
მარცხის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდი ამ ტურნირზე ასპარეზობას განაგრძობს. "დამამშვიდებელ ეტაპზე" "ზესტაფონი" კიევის "დინამოსა" და დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" შორის დამარცხებულს უნდა შეხვედროდა, მაგრამ კიეველებს ესპანეთში ჩასვლა დააგვიანდათ და ნახევარფინალის საგზური ავტომატურად "დნიპროს" მიაკუთვნეს. "დინამოს" ამ მატჩში წაგება ჩაეთვალა და, შესაბამისად, "ზესტაფონის" მორიგი მეტოქე 5 თებერვალს სწორედ იური სიომინის გუნდი იქნება.
ზესტაფონი-სპარტა 0:5
ზესტაფონი: მამალაძე (46. რ. კვასხვაძე) – ბენაშვილი (46. ალადაშვილი), მ. კობახიძე, გ. ონიანი (46. გრუიცა), ელიავა – დაუშვილი (46. ჩიხლაძე), გორგიაშვილი (46. ძარია), აფციაური (46. ჭანკოტაძე), გრიგალაშვილი (46. ბაბუნაშვილი) – დვალი (46. ფიფია), წინამძღვრიშვილი (64. ს. ლომია).
სპარტა: ბლაჟეკი, რჟეპკა, პამიჩი, პოდანი (76. ზემანი), სიონკო (66. ჰუშეკი), მატეიოვსკი (76. პაველკა), კვეუკე (81. ლაჩნი), კუშნირი, ბრაბეცი, ვაცეკი (86. სკალაკი), კერიჩი (66. კადერაბეკი).
გოლები: 0:1 კვეუკე (15), 0:2 კვეუკე (40), 0:3 კვეუკე (54), 0:4 პაველკა (81), 0:5 პაველკა (84).
.