რომან ფიფია: მწვრთნელის შეცვლა სპონტანურად, 2 კვირის წინ მოგვიხდა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში ახალი მთავარი მწვრთნელის, სლოვაკი იურაი იარაბეკის წარდგენამდე, განვლილ პერიოდზე ისაუბრა.

"ახალი მწვრთნელი გააგრძელებს გეგუჩაძის დაწყებულ საქმეს,  თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ ის 3-4-წლიანი პროგრამა, რომელიც მე გიასთან მქონდა გაწერილი, იგივე მექნება ახალ მწვრთნელთან.

მწვრთნელის შეცვლა სპონტანურად, 2 კვირის წინ მოგვიხდა. ჩვეულებრივ, გია მუშაობდა და დასახული გეგმისკენ მივდიოდით, მაგრამ უცებ ის ნაკრებს დასჭირდა...

უნდა ითქვას ისიც, რომ ნაკრები ჩვენთვის უმთავრესია. 21-წლამდელთა ნაკრები მთავარ გუნდზე ნაკლები არაა. გია გეგუჩაძის ახალგაზრდულ ნაკრებში დანიშვნა, ჩემი აზრით,
სწორი გადაწყვეტილებაა და ეს ლევან კობიაშვილსაც ვუთხარი", - განაცხადა ფიფიამ.

"დინამოს" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ კლუბის ხელმძღვანელობას, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.

"მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომან ფიფიას, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში მუშაობის საშუალება მომეცა. მადლობა ფეხბურთელებს. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს.

ნაკრებთან დაკავშირებულ კითხვებს კი "ლოკომოტივზე" ვუპასუხებ", - თქვა გეგუჩაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს ახალი მცვრტნელი სად გამოჩხრიკეს,ტუ უცხოელი მოკავდატ უკეტესი განდიდატურა ვერ ნახეს?ცლევანდელ ევროსეზონზეც ჩაფლავდება დინამო
ალეკსანდრე
13:51 27-01-2016
0
ეს ტიპი ლაპარაკობს ქართული ფეხბურთის აღორძინებაზე და თვითონ ბავშების გადასახადი აკადემიაში 150 ლარი გახადა,
beqa
14:01 27-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული