იურაი იარაბეკი: თბილისის "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მსურს

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელი, სლოვაკი იურაი იარაბეკი ოფიციალურად წარადგინა, რომელთანაც კლუბმა ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა.

27 იანვარს, "დინამო არენაზე" მწვრთნელის წარდგენას კლუბის პრეზიდენტი რომან ფიფია და გუნდის ყოფილი თავკაცი გია გეგუჩაძეც ესწრებოდნენ და ჟურნალისტების კითხვებს თავდაპირველად სწორედ მათ უპასუხეს.

ამის შემდეგ 53 წლის სლოვაკმა სპეციალისტმა ისაუბრა:

"ასეთ კლუბში მუშაობაზე უარის თქმა არ შემეძლო. რა თქმა უნდა, ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენა "დინამოს" პირობებმა
და ასევე, ფეხბურთელებმა იქონიეს, რომლებიც ძალიან ნიჭიერები და მოტივირებულები არიან.

რაც შეეხება კლუბის მიზნებს, ჩვენთვის მისაღები მხოლოდ ჩემპიონობაა. საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს ვუყურე. ყველა თამაშის მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

ტრნავას "სპარტაკთან" ერთად ევროპის ლიგაზე გავედი, მაგრამ "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მსურს. ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს მოხდეს - კლუბს ყველანაირი პირობა აქვს ევროთასებზე მოსახვედრად.

რაც შეეხება ტრანსფერებს, ჯერჯერობით კონკრეტულს ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა კვალიფიციური ფეხბურთელების ჩამოყვანას შევეცდები" - თქვა სლოვაკმა სპეციალისტმა.

იურაი იარაბეკმა სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს, "იასლოვსკე ბოჰუნიცეში" დაიწყო, 2013-15 წლებში კი ტრნავის "სპარტაკს" წვრთნიდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს აქამდე გია გეგუჩაძე წვრთნიდა, რომელიც ამიერიდან საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იმუშავებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხლა სლოვაკებიც გვეღადავებიან!! ტიპი ორი საათის მოსულია ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას გვპირდება ))) თავი ალბათ ბარსელონაში გონია
durmishxan
14:24 27-01-2016
0
ნეტა იცოდე სად ჩამოხვედი ))
givi
14:34 27-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული