დინამო (თბ)-გაგრა 2:0 - ბრაზილიელი ჟაჟას გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 იანვარს, თბილისის "დინამომ" ახალი მთავარი მწვრთნელის, იურაი იარაბეკის ხელმძღვანელობით პირველი სპარინგი გამართა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ლიდერის მოწინააღმდეგე პირველლიგელი "გაგრა" იყო.

მატჩი "დინამოს" უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. მე-20 წუთზე პირველი გოლი დინამოელთა რიგებში სინჯებზე მყოფმა ბრაზილიელმა ჟაჟა დე სოუზამ გაიტანა, მეორე გოლი კი (85-ე წუთი) ბაჩანა არაბულის ანგარიშზეა.

30 იანვარს "დინამო" მოსამზადებლად გეზს აიღებს თურქეთისკენ, საიდანაც 14 თებერვალს დაბრუნდებიან და ჩემპიონატის განახლებისთვის მზადებას ადგილზე გააგრძელებენ.

"გაგრასთან" მატჩში იარაბეკმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე ფერეირა,
ამისულაშვილი, გურული, ცინცაძე, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, იაშვილი, ჟაჟა; მეორე ტაიმი: ბეგაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, ჭელიძე, გურული, ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი, ს. ლობჟანიძე, არაბული, ქვილითაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
30 გუნდი შეიცვალა და ყველგან გამოაგდეს, ბოლოს ჩინეთის ქვედა ლიგაში იყო და იქიდანაც გამოუშვეს
შაკო
16:17 29-01-2016
0
ტუ მოკავტ ლეგიონერი,საშვალოზე მაგალი დონის უნდა იკოს,რატ უნდატ ეს ჯაჯა და ნაირ ნაირი პენსიონერები
ალეკსანდრე
16:03 29-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული