საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე შედგა შეხვედრა კოკაიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის, რომლის დროსაც განიხილეს ქართული ფეხბურთისა და კონკრეტულად "ზესტაფონის" წინაშე არსებული პრობლემები.
კობიაშვილმა თავად გამოთქვა სურვილი, ჩავიდეს ზესტაფონში და ადგილზე შეხვდეს გულშემატკივარს.
ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ შეხვედრის მთავარი თემა ადგილობრივი კლუბის მომავალი იქნება, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ ეროვნული ჩემპიონატიდან მოკვეთა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"