"ზუგდიდი" თურქეთში პირველ საკონტროლო მატჩს გერმანულ "აუერბახთან" გამართავს

AutoSharing Option
"ზუგდიდი" თურქეთის კურორტ სიდეში შეკრებას აგრძელებს. იური ბაკალოვმა ფეხბურთელები უკვე ორჯერად წვრთნაზე გადაიყვანა.

უკრაინელმა სპეციალისტმა დილის უმეტესი დრო ფიზიკურ მომზადებას დაუთმო, ხოლო საღამოს ბიჭებს ტაქტიკური ვარჯიში ჩაუტარა. საკონტროლო მატჩების პარალელურად, ორჯერადი ვარჯიშები საქართველოში დაბრუნებამდე (14 თებერვალი) გაგრძელდება.

რაც შეეხება საკონტროლო მატჩებს, "ზუგდიდის" პრესსამსახურის ცნობით, პირველი მეტოქე გერმანიის რეგიონალლიგის მერვეადგილოსანი "აუერბახი" (3 თებერვალი) იქნება. ამის მერე ზუგდიდელები კოსოვოს ჩემპიონატის ლიდერ "ფერონიკელს" დაუპირისპირდებიან, მესამე სპარინგი ყაზახურ "ქაისართან" ელით, ბოლო აკორდი კი ოდესის "ჩერნომორეცთან" იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული