გუნდი სასტუმრო "ატლანტისში" დაბინავდა და ორი კვირის განმავლობაში დღეში ორჯერ ივარჯიშებს.
ცნობილია, რომ თურქეთში "სიონი" ხუთ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ბოლნისელთა მეტოქეები ყაზახური "ოკჟეტპესი", დანიური "ოლბორგი" და "ჰობრო", უკრაინული "ჩერნომორეცი" და ყაზახური "აქტობე" იქნებიან.
ვარლამ კილასონიამ თურქეთში შემდეგი ფეხბურთელები იახლა: მერლანი, ნანიევი, სვანიძე, ფოფხაძე, გ. კილასონია ვ. კილასონია, გ. საჯაია, გაფრინდაშვილი, გაგნიძე, ოთარაშვილი, გოგობერიშვილი, გვალია, რაზმაძე, მანაგაძე, ისიანი, უგულავა, შულაია, გოგინაშვილი, ტატანაშვილი, მანჯგალაძე, გურეშიძე, მესხი, შალამბერიძე, კობახიძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"