დინამო (ბთ)-პაკში 2:1 - ბათუმელთა სერბი ლეგიონერის გოლიანი დებიუტი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 3 თებერვალს, ბათუმის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მეორე საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა. შოთა ჭეიშვილის გუნდის მეტოქე უნგრეთის უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსანი "პაკში" იყო.

ანგარიში უნგრელებმა გახსნეს, წონასწორობა კი "დინამოს" სერბმა ახალწვეულმა ნიკოლა კომაზეცმა აღადგინა და ახალ კლუბში სადებიუტო შეხვედრა გოლით აღნიშნა. როგორც შევიტყვეთ, 28 წლის თავდამსხმელმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ასევე კარგად გამოიყურებოდა მეორე ლეგიონერი, ჩერნოგორიელი ცენტრალური მცველი მარკო მიხაილოვიჩი...

75-ე წუთზე ბათუმელები წინ გავიდნენ - გიორგი კაშიას ჩაწოდების შემდეგ მეტოქის მცველი შეცდა და ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1 "დინამოს" სასარგებლოდ.

დინამო:
ალავიძე (46. ტაკიძე) - ტვილდიანი (46. ქორიძე), გოგიტიძე, მიხაილოვიჩი (46. ტეტუნაშვილი), სუხიაშვილი - შონია (82. ვარშანიძე), თევდორაძე (46. კაშია), ფონიავა, დიასამიძე (46. ქავთარაძე) - ბერიაშვილი (46. აბუსელიძე), კომაზეცი (85. ქათამაძე).

მომდევნო სპარინგს ბათუმის "დინამო" 6 თებერვალს, პოლონურ "იაგელონიასთან" გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ ბათუმს და მის ხელმძღვანელობას რომ მეტ-ნაკლებად ხარისხიანი ლეგიონერები ჩამოყავთ
georgian
12:30 04-02-2016
0

სიახლეები პოპულარული