ჩიხურა-ლოკომოტივი (პლოვ) 0:3 - საჩხერელთა პირველი მარცხი

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე საჩხერის "ჩიხურამ" მესამე ამხანაგური მატჩი ბულგარეთის A ლიგის (უმაღლესი) ბინადარ პლოვდივის "ლოკომოტივთან" გამართა და პირველი მარცხიც იწვნია - 0:3.

სოსო ფრუიძის შეგირდებმა უკვე პირველ ტაიმში პირწმინდად დათმეს თამაში და სამი უპასუხო გოლი გაუშვეს.

მეორე ნახევარში ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა საჩხერელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნეს. ეს იყო და ეს.

ჩიხურა: კაკალაძე (მწყერაშვილი), კორიფაძე, კაშია, განუგრავა, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი (კაკაშვილი), ჭეჭელაშვილი (ენუქიძე), ჭანკოტაძე (ვოლკოვი), დეკანოიძე, სარდალიშვილი, კუჭუხიძე (ხარაბაძე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული