სკანდალი: "ზუგდიდმა" საკონტროლო მატჩი კოსოვოს გუნდთან ჩაატარა! [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდი "ზუგდიდი" შესაძლოა, სკანდალში გაეხვეს.

5 თებერვალს, ანტალიურ შეკრებაზე მყოფმა "ზუგდიდმა" ამხანაგური შეხვედრა კოსოვოს ჩემპიონატის გუნდ "ფერონიკელისთან" ჩაატარა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ზუგდიდური კლუბი ჯერჯერობით არ ასაჯაროებს, აი, "ფერონიკელი" კი მატჩის ამსახველ ფოტო და ვიდეო მასალას თავის საიტსა და ფეისბუქის გვერდზე თამამად აქვეყნებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა

Sportall.Ge

თამაშის შესახებ წერს ალბანურენოვანი სპორტული გამოცემა Gazetaolle, რომელიც "ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელის იური ბაკალოვის კომენტარს აქვეყნებს:

"პირველ რიგში მინდა მივულოცო მათ გამარჯვება. მე მსმენია კოსოვოზე,
მაგრამ არა გუნდ "ფერონიკელიზე". მათი თამაშის დონით გაოცებული ვარ. თქვენ ნამდვილად ძლიერი გუნდი გყავთ, ტექნიკურად კარგად თამაშობთ. რაც შეეხება ჩემს გუნდს, ნაწილობრივ მოხარული ვარ, თუმცა, უფრო კარგადაც შეეძლოთ თამაში. მაგრამ ვაღიარებ, რომ თქვენ გუნდთან შეხვედრა არ იყო მარტივი" , - აღნიშნა ბაკალოვმა.

მოგეხსენებათ, საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, მისი გუნდებისთვის საერთაშორისო ასპარეზზე დაშვების უფლება კი ფიფასა და უეფას აქამდე არ მიუცია, შესაბამისად, "ზუგდიდს" ასეთი მატჩის გამართვის გამო, სავარაუდოდ, უსიამოვნებები ელის...

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სპეციალურ განაცხადებას სულ მალე გააკეთებს.


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 22 /
კოსოვო აღიარა მთელმა მსოფლიომ, ის სხვა ამბავია რომ ჩვენთვის ცუდი ფაქტია თან სერბები ისტორიულად კარგად არიან დაკავშირებული ჩვენთან მაგრამ ფაქტია. ოლიმპიადაზეც როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა ისე ასპარეზობდა. რა ვქნათ ოლიმპიადაზე რომ მოგვიწიოს შეხვედრა უარი ვთქვათ?
0
გუნდის ხელმძღვანელობა უნდა დაისაჯოს.ბაკალოვი კი განთავისუფლდეს მწვრთნელის თანამდებობიდან.....
OnTARIo
21:33 06-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული