13:45 08-02-2016
ცხინვალი-სამტრედია 0:1 - კინკილა გოლით "ბასაზე" [VIDEO]
AutoSharing Option
ამათგან,"ცხინვალმა" და "სამტრედიამ" ერთმანეთთან ამხანაგურად ითამაშეს სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე".
მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიელებს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე აკლდათ, გია ცეცაძის გაწვრთნილები პირველ ტაიმში მეტოქეზე უკეთ გამოიყურებოდნენ და ანგარიში გახსნეს. თავი გიგი იოსელიანმა გამოიჩინა.
მეორე ტაიმში "ცხინვალი" გააქტიურდა. 52-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა შეეძლო გიორგი ივანიშვილს, რომელიც ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილს ვერ აჯობა. საბოლოოდ, "სამტრედიამ" 1:0 გაიმარჯვა.
სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი, ცნობილაძე, გოგიაშვილი, შერგელაშვილი, ენდელაძე, დათუნაიშვილი, იოსელიანი, მარკოზაშვილი, რაჟამაშვილი, ჯიქია; შეცვლაზე: შ. კერძევაძე, პაპავა, მთივლიშვილი, ახალაძე, ნ. ნოზაძე, ჭეიშვილი, თვალავაძე, ა. კვარაცხელია.
ცხინვალი: ნადირაძე, ცერცვაძე, ბუთუევი, მაისაშვილი, ჯაფარიძე, გორგიაშვილი (ნოზაძე), ქარდავა, ლობჯანიძე, ქოჩლაძე, ივანიშვილი, ჩახვაშვილი; შეცვლაზე: ფირცხალავა (ხატიაშვილი), კაჭკაჭიშვილი, კაკუბავა, ჯიშკარიანი, მახარობლიძე, ბეჭვაია, ბურძენაძე, ნოზაძე (ჟვანია), გორელიშვილი, ლექვთაძე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული