პირველ ტაიმში იური ბაკალოვის გუნდს დაწინაურების არაერთი შანსი მიეცა. რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა უკრაინელ ლეგიონერს, სერგეი ჩებოტარიოვს, რომლის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი მეტოქის მცველმა კარის ხაზიდან გამოიტანა. ცოტა ხანში ყაზახთა მეკარემ ცოტნე სამუშიასა და სოსო მალანიას შეტევები გაანეიტრალა. სამწუხაროდ, ნაადრევად გახდა შესაცვლელი გიორგი ქანთარია, რომლის წინააღმდეგ ყაზახებმა უხეშად ითამაშეს.
მეორე ნახევრიდან თამაშში კარგად ჩაერთვნენ
შეხვედრის დასრულებამდე ყაზახების მეკარემ ორჯერ მოიგერია ნიკა ლაშხიას სახიფათო დარტყმები. "ქაისარის" კიპერს ვერ აჯობა ვერც პაატა ჭანტურიამ, რომელიც ქირიას ჩინებული პასის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა. საბოლოოდ, "ზუგდიდმა" 1:0 მოიგო.
ზუგდიდი: ზარქუა, ქანთარია (22. ნარმანია), მაჩაიძე, გაგოშიძე, ჩანადირი, ტყემალაძე, ს. მალანია, ც. სამუშია, სიხარულია, კოვალენკო, ჩებოტარიოვი; შეცვლაზე: ჯომიდავა, თიბილაშვილი, გ. სამუშია, ლაშხია, წურწუმია, ქირია, ჭანტურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"