"ვიტ ჯორჯიას" ფრე ობერლიგელთან

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე გუშინ მორიგი მატჩი ჩაატარა. საქართველოს თასის მფლობელთა მეტოქე გერმანული ობერლიგის ბინადარი "აუერბახი" იყო. შეხვედრამ უღიმღამოდ ჩაიარა და ლოგიკური 0:0-ით დასრულდა.

ქართველებს გამარჯვება მაინც შეეძლოთ, მაგრამ ბექა ზაქრაძემ პირველ ტაიმში ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, ვიტელებს გატანის შანსი მეორე ნახევარშიც მიეცათ.

"ვიტ ჯორჯიამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ძაძამია (46. მიქაბერიძე) - ბეჭვაია (46. ხურცილავა), ადამაძე (46. კასრაძე), გოგიაშვილი, ღანიაშვილი (46. ჭანკვეტაძე) - დვალაშვილი (46. მაისაშვილი), გურამ გურეშიძე (46. ვასაძე) - გაბრიჭიძე (46. კორიფაძე), გიორგი გურეშიძე (46. ჯანელიძე), ზაქრაძე -
როსტიაშვილი (46. ჩიმაკაძე).





.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული