10:00 11-02-2016
დინამო (თბ)-სლოვანი 5:2 - ოთხიდან ოთხი! [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი 15 წუთის განმავლობაში უპირატესობას მეტოქე ფლობდა, ამის შემდეგ კი შეხვედრა "დინამოს" უპირატესობით წარიმართა.
ჯერ ალექსანდრე იაშვილმა პენალტით, მერე კი გიორგი ქვილითაიამ აიღეს მოწინააღმდეგის კარი და დიდწილად განაპირობეს სპარინგის საბოლოო შედეგი.
მეორე ნახევარში სამსვლიანი კომბინაცია ზუსტი დარტყმით დაასრულა ვახტანგ ჭანტურიშვილმა. მერე ოთარ კიტეიშვილის პასით ნიკა გელაშვილმა იხეირა, რასაც სლოვაკთა პენალტი და გოლი მოჰყვა.
მერე ისევ გელაშვილმა გამოიჩინა თავი. ბოლოს კი "სლოვანმა" კიდევ ერთი ბურთი შეაგდო და საბოლოო ანგარიში ასეთი გამოვიდა - 5:2 "დინამოს" სასარგებლოდ.
დინამო: ბეგაშვილი (ჰრდლიჩკა), ჭელიძე (გველესიანი), რენე ფერეირა, ამისულაშვილი, გურული (თევზაძე), ცინცაძე, ალვარო (პარუნაშვილი), ჯიღაური (ს. ლობჟანიძე), ჭანტურიშვილი (ჯანელიძე), იაშვილი (კიტეიშვილი), ქვილითაია (გელაშვილი).
მორიგ (და ბოლო) სპარინგს "დინამო" 13 თებერვალს, ლვოვის "კარპატისთან" ჩაატარებს, მეორე დღეს კი სამშობლოში დაბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
და რატომ არა ლიგა?მითუმეტეს უშანსოდ მოუგო ლიგის ბინადარს(ბატეს)
0
0
იქნებ დაწეროთ ვინც იცის, ვინაიდან სტატიის ავტორი საერთოდ არ აგხსენებს, უჩა ლობჟანიძეს ტრამ აქვს თუ რატომ არ თამაშობს ბოლო თამაშებია? და თუ ტრამვა აქვს რამდენად სერიოზული? კაკაბაძეს როგორც ვიცი ტრამვა აქვს... ტვილდიანიც წავიდა... მოკლედ რა ხდება მარჯვენა ფრთაზე??
0
0
დინამომ კაი ასაკობრივი სინთეზი გააკეთა, საკმაოდ მაღალ ტემპშიც თამაშობს საქართველოს ჩემპიონატის პირობებზე. არა მგონია წელს ვინმე დაუდგეს წინ, თან კაი ჰანდიკაპიც აქვს. ჩემპიონთა არა მარა ევროპა ლიგა არაა უტოპია
0
0
ყოჩაღ ბიჭებო... აშკარად მოუმატა დინამომ..დაცვაშიც საკმაოდ დამაჯერებლად დგას და შუა ხაზიც კარგ პასებს აკეთებს წინ...ძალიან გამოადგათ გამოცდილი ფეხბურთელების დამატება... მაგრად მინდა რომ ჩემპიონტა ლიგაზე 2 ეტაპი მაინც გავიაროთ ჯიგრულადდ...წინ დინამოო
0
0
იაშვილით აპირებენ ჩემპიონთა ლიგის მოგებას?????????????????
0
0
თქვე კაი ხალხო თურმე შეგდზლებიათ თამაში და სად იყავით აქამდე?
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული