ბეროე-საპოვნელა 6:0 - გაგვილახეს

AutoSharing Option
11 თებერვალს, "საპოვნელამ" ბოლო ამხანაგური მატჩი ბულგარულ "ბეროესთან" გამართა და დიდი ანგარიშით დამარცხდა - 0:6.

სტარა ზაგორას გუნდი უკვე მე-3 წუთზე დაწინაურდა - კუთხურის გათამაშების შემდეგ სტივენ პეტკოვმა გაიტანა - 1:0.
4 წუთის შემდეგ ელიაშ დე სილვამ მეკარესთან პირისპირ სპას დელევი გაიყვანა, რომელმაც გიორგი სომხიშვილს ბურთი თავზე გადაუგდო - 2:0.

5 წუთში თერჯოლელებმა საკუთარ საჯარიმოში ბულგარელთა თავდამსხმელი წააქციეს და ელიაშმა პენალტით სხვაობა კიდევ უფრო გაზარდა - 3:0.

22-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ ისევ სპას დელევი გაიყვანეს და მან შანსით ისევ ისარგებლა
- 4:0.

ბულგარელებმა პირველი ტაიმის დასრულებამდე მეხუთე გოლის გატანაც მოახერხეს. შორეული გადაცემის შემდეგ საჯარიმოში აბსოლუტურად მარტო ვესელინ პენევი აღმოჩნდა, რომელმაც მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა - 5:0.

საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმში ისმაილ ისამ ზუსტი თავური დარტყმით დააფიქსირა - 6:0.

ამხანაგური მატჩი
ბეროე-საპოვნელა 6:0
გოლები: 1:0 პეტკოვი (3), 2:0 დელევი (10), 3:0 ელიაში (15. პ), 4:0 დელევი (22), 5:0 პენევი (40), 6:0 ისა (62)

"საპოვნელა": სომხიშვილი (46. გიორგაძე), ოდიკაძე, ჩიკვილაძე, ბერუაშვილი (15. ჭელიძე), ვაჭარაძე (46. ენდელაძე), შარიქაძე (34. ბიბილეიშვილი), ნარიმანიძე (46. შილაკაძე), მაკარიძე (46. ქათამაძე), მიქაბერიძე (46. ბუხაიძე), კოშკაძე (46. ტყეშელაშვილი), დვალი (75. მაკარიძე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
აბა რა იქნება, ისეთი მენეჯერია ალიმბარაშვილ და მცოდნე ფეხბურთის :) ფულს კი გააკეთებდა პადიომებში, აბა ეს სასაფლაოდან მოყვანილი ფეხბურთელები რას გააკეთებენ
ვალი
17:47 14-02-2016
0
ანუ რა მოხდა ბიჭებო და გოგოებო :პირველ ტაიმში მოგ......ს და მეორეში ვეღარ გაქაჩეს რა.45 წუთი გვიჩალიჩეს და მეორე 45 წუთი ,,თლაა დამღლელია თლააა.
giorgi
23:21 14-02-2016
0

სიახლეები პოპულარული