უმაღლესი ლიგა. XVI ტური: თბილისის "დინამომ" გაჭირვებით მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 19 თებერვალს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVI ტურის შვიდი შეხვედრა გაიმართა. აღსანიშნავია, რომ სამი მატჩი ფრედ დასრულდა, სამში კი გამარჯვება სტუმრებს დარჩათ.

3 ქულის მოსაპოვებლად დიდი ბრძოლა გადახდა თავს სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს", რომელიც თერჯოლის "საპოვნელას" ზესტაფონში დაუპირისპირდა.

იურაი იარაბეკის
გუნდი თენგიზ ჩიკვილაძის ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმის შემდეგ აგებდა, თუმცა "დინამომ" მატჩის ბედის შემოტრიალება მაინც მოახერხა.

განსაკუთრებით დრამატული შეხვედრის ბოლო წუთები
აღმოჩნდა, როდესაც მსაჯმა თერჯოლელთა კარში 11-მეტრიანი დანიშნა. ალექსანდრე იაშვილის დარტყმული მეკარემ აიღო (დამატებაზე ჯაბა ჯიღაურმა მაინც გაიტანა), მაგრამ მსაჯმა დარტყმის განმეორებით შესრულება მოითხოვა. მეორე ცდაზე "იაშკას" გატანა აღარ გასჭირვებია.
იხილეთ მატჩის ყველა გოლი
Sportall.Ge

სტუმრად მოიპოვა სამი ქულა მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამაც", რომელმაც მინიმალური ანგარიშით ფოთის "კოლხეთს" სძლია.

სატურნირო ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 43 ქულით, 38 ქულაა მეორეადგილოსანი "დილას" ანგარიშზე.

უმაღლესი ლიგა. XVI ტური
სიონი-გურია 1:1
გოლები: 1:0 ვარლამ კილასონია (პენ. 33), 1:1 ევგენი მოროზენკო (37).

მერანი-ტორპედო 2:1
გოლები: 1:0 ვანო ხაბელაშვილი (6), 1:1 ოლეგ მამასახლისი (59), 2:1 ვანო ხაბელაშვილი (78)

კოლხეთი-დილა 0:1
გოლი: 0:1 ირაკლი ძარია (63).

საბურთალო-ცხინვალი 2:2
გოლები: 1:0 გიორგი ხარაიშვილი (3), 2:0 გიორგი ფანცულაია (35), 2:1 გიორგი ივანიშვილი (50), 2:2 თორნიკე გორგიაშვილი (პენ. 64).
გაძევება: ოთო გოშაძე (საბურთალო, 62), უჩა ბერძენაძე (ცხინვალი, 71).

საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 თენგიზ ჩიკვილაძე (72), 1:1 გიორგი ქვილითაია (75), 1:2 ალექსანდრე იაშვილი (94).

შუქურა-სამტრედია 1:1
გოლები: 1:0 გრიგოლ დოლიძე (22), 1:1 ბუდუ ზივზივაძე (50).

ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 მარკო მიჰაილოვიჩი (43).

ტური დღის ბოლოს, თბილისის "ლოკომოტივისა" და საჩხერის "ჩიხურას" დაპირისპირებით დასრულდება, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 40 /
da kidev ert iqneb sapovnelam itamasha magrad da ara dinamom susuttad?ratom ukargavt sapovnelas karg tamashs mat stimuli meti qondat da motivaciaa vidre dinamos.es ert meore me dinamos gulshematkivari var da ra var tbiliseli esiki mona var:)kiev pipias agineb aq bevri rato?dzliv dinamos imiji rom agudgina?dila jobia rom ambobt dzveli gamotqmis ariyos eg abanoshi gamochdeba:)anu am shemtxvevashi stadionze:)maxarbs rom gulshematkivrebi aqtiuroben es pexburts uxdeba magra sheurawyoba?chven xom inglishi ar vcxovrobt rom davchamot ertmaneti.yvelas gisurvebt wartebas tqven da tqven gundebs me dinamos gamarjveba mindaa dinamos puli tu eqneba sxva gundebs pulit moaramageb sxva gundebi ki motamasheebit.sxvasac tu eqneba puli kidev uketesi pirveli ligis gundebi ixeireben.
lasha
13:56 20-02-2016
0
ukacravad magram tu pexburtse laparakobt pexburtze ilaparaket rato exebit qalaqebs?yvelam tavis gundis kargi tqva ar jobia qalaqi da raionebi chven tu qartveli gqvia ertnaerat unda gviyvrdes yvea sheidzleb mshobliuri upro tkbili iyos ega da eg.dge saqartvelo mxolod ori stambulis xelaa anu erti didi qalaqis xela gamova.da ra ver gavyavit?
lasha
13:49 20-02-2016
0

სიახლეები პოპულარული