"ზესტაფონს" მეკარე ზურაბ მამალაძე დაუშავდა

AutoSharing Option
გუშინ გვიან საღამოს შევიტყვეთ, რომ მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო "ზესტაფონის" მეკარე ზურაბ მამალაძემ, რომელიც პრაღის "სპარტასთან" მატჩისას დაშავებულა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მას საფუძვლიან გამოკვლევას ჩაუტარებენ და ამის შემდეგ გაირკვევა, რამდენი ხნით მოუწევს იძულებითი უქმობა.

ესპანეთშივე გადაწყდა, რომ "ზესტაფონი" მამალაძეს ახალ, ორწლიან კონტრაქტს გაუფორმებს, მის კონკურენტ და იმერელთა ძირითად კიპერ როინ კვასხვაძეს - სამწლიანს, ნახევარმცველ თორნიკე გორგიაშვილს კი - ხუთწლიანს.

''ზესტაფონმა" ''მარბელას თასი" მძიმედ დაიწყო და მეოთხედფინალში პრაღის ''სპარტასთან" განცდილი 0:5-ით ტურნირზე გამარჯვების შანსი დაკარგა, მაგრამ ესპანეთში კიდევ ორ მატჩს მაინც
ჩაატარებს. უკვე გაცნობეთ, რომ გია გეგუჩაძის გუნდი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებს და დღეს კიევის ''დინამოს" შეხვდება. იური სიომინსა და მის ფეხბურთელებს ქართველები თბილისის დროით 21 საათიდან დაუპირისპირდებიან.

თუ ''ზესტაფონმა" უკრაინული ბარიერის დაძლევა შეძლო, 8 თებერვალს მეხუთე ადგილისთვის მატჩს ჩაატარებს, თუ არადა, იმავე დღეს ბოლოსწინა, მეშვიდე საფეხურისთვის იბრძოლებს. ''ზესტაფონის" მომავალი მეტოქე კი ან კრასნოდარის ''ყუბანი" იქნება, ანაც - პლოვდივის ''ლოკომოტივი".

''მარბელას თასის" ნახევარფინალური წყვილები კი ასეთია: ''პოლონია" (პოლონეთი) – ''ზენიტი" (რუსეთი), ''სპარტა" (ჩეხეთი) – ''დნიპრო" (უკრაინა).




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული