"ვიტ ჯორჯიამ" შეკრება დაასრულა

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებაზე მყოფ "ვიტ ჯორჯიას" ბოლო ტესტმატჩი ერთ-ერთ რუმინულ კლუბთან გუშინ უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ უამინდობის გამო შეხვედრა ჩაიშალა. მეტი მატჩის გამართვას მერაბ კოჭლაშვილის გუნდი ვეღარ ასწრებს, რადგან ''ვიტ ჯორჯია" საქართველოში დღეს ბრუნდება.

შეგახსენებთ, სიდეში ქართველებმა სულ ოთხი ამხანაგური მატჩი გამართეს - გერმანიის რეგიონალლიგელ ''ჰალეშერთან" 0:2 დამარცხდნენ, აზერბაიჯანულ ''აფშერონს" 2:1 მოუგეს, ავსტრიულ ''ადმირას" ახალგაზრდულ გუნდს 3:1 სძლიეს, გერმანული ობერლიგის ბინადარ ''აუერბახს" კი 0:0 დაუზავდნენ. თურქეთში ''ვეტერინარები" 23 ფეხბურთელით იყვნენ წასულები.

აქვე იმ სპარინგებიც გავიხსენოთ, ''ვიტ ჯორჯიამ" თურქეთში გამგზავრებამდე რომ ჩაატარა -
სტუ-სთან 2:0, ''ლოკომოტივთან" 2:0, ''ზოოვეტთან" - 1:1.

13 თებერვალს, უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის სასტარტო მატჩში ''ვიტ ჯორჯია" სტუმრად რუსთავის ''ოლიმპს" ეთამაშება. ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში გუნდი მეოთხე ადგილზეა და მესამეადგილოსან თბილისის ''დინამოს" 13 ქულით ჩამორჩება.




.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული