თბილისის "ლოკომოტივთან" შეხვედრაში "დინამოს" ტრავმების გამო ვერ დაეხმარნენ გიორგი ქვილითაია და მათე ცინცაძე. ცნობილია, რომ ქვილითაიამ ერთ-ერთ ვარჯიშზე ნეკნი დაიზიანა და უახლოეს დღეებში დაიწყებს ვარჯიშს.
ვახტანგ ჭანტურიშვილმა "ლოკომოტივთან" მატჩი ვირუსის გამო გამოტოვა.
"დინამოს" რიგებში ვარჯიში დაიწყო ესპანელმა ახალწვეულმა მიკელ ალვარომ. დღეს უნდა ივარჯიშოს მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ, რომელმაც "დინამოს" თურქული შეკრება ტრავმის გამო გააცდინა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი