უმაღლესი ლიგა. XVIII ტური: "დილამ" წააგო და "დინამოს" 10 ქულით ჩამორჩა

AutoSharing Option
27 თებერვალს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XVIII ტურის 7 მატჩი გაიმართა.

დღის პირველ მატჩში გამარჯვება იზეიმა სატურნირო ცხრილის ლიდერმა თბილისის "დინამომ", რომელმაც "მიხეილ მესხზე" თბილისის "საბურთალოს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

ამ გამარჯვებით "დინამომ" 49 ქულა დააგროვა და 10 ქულამდე გაზარდა სხვაობა უახლოეს მდევარ "დილასთან", რომელიც მოგვიანებით გორში მინიმალური ანგარიშით ქუთაისის "ტორპედოსთან" დამარცხდა.

მინიმალური ანგარიშით სტუმრად ბათუმის "დინამომ" ფოთის "კოლხეთს" მოუგო, "გურიამ" კი თერჯოლის "საპოვნელას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.

ტურს დღის ბოლოს, "დინამო არენაზე" გასამართი შეხვედრა დაასრულებს, რომელშიც ერთმანეთს
თბილისის "ლოკომოტივი" და "სამტრედია" დაუპირისპირდებიან.

უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
მიხეილ მესხი. სათ.
საბურთალო-დინამო (თბ) 0:4
გოლები: 0:1 ჯაბა ჯიღაური (24), 0:2, 0:3 გიორგი ქვილითაია  (25, 60), 0:4 გიორგი თევზაძე (62).

ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-სიონი 0:0

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-გურია 0:2
გოლები: 0:1 ბონგ პანებენგ-ფოდუოპი (15), 0:2 ვასილი შტანდერი (89).

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ტორპედო 0:1
გოლი: 0:1 თორნიკე კაპანაძე (69).

მარტვილი. "მურთაზ ხურცილავა"
მერანი-ჩიხურა 3:2
გოლები: 1:0, 2:0 ნიკოლოზ საბანაძე (11, 51), 2:1 გიორგი ჭანკოტაძე (59), 3:1 ზაურ გოგუაძე (87), 3:2 ლაშა ჩიკვაიძე (90).

ზუგდიდი. "ბაიას ბაზა"
ზუგდიდი-ცხინვალი 1:1
გოლები: 1:0 ევგენი კოვალენკო (58), 2:0 ირაკლი ლექვთაძე (64).

სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე".
კოლხეთი-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 თეიმურაზ შონია (18).
მკითხველის კომენტარები / 7 /
Goris dilashi sxva problemebia da es moqmedebs gundze
Giorgi567
11:43 28-02-2016
0
ყველაზე სტაბილური გუნდია პირველზე და ასეც უნდა იყოს თუ ფეხბურთში სამართალია
Giorgi567
11:41 28-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული