ლომიას დუბლი და იმედიანი სტარტი

AutoSharing Option
ზამთრის შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩი "ბაიამ" გუშინ შინ, ზუგდიდის ბაზაზე გორის "დილასთან" ჩაატარა და 2:1 გაიმარჯვა. გორელები დებიუტშივე დაწინაურდნენ, მაგრამ მასპინძლებმა შესვენებამდე გათანაბრება, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მეორე და გამარჯვების გოლის გატანა შეძლეს. ''ბაიადან" თავი ორივეჯერ შოთა ლომიამ გამოიჩინა, რომელმაც მეტოქის კარი ჯერ პენალტით დალაშქრა, შემდეგ კი საჯარიმო დარტყმით.

''ბაიას" თავკაცმა ელგუჯა ქომეთიანმა მოედანზე ეს შემადგენლობა გაიყვანა:
სომხიშვილი – სვირავა, აქუბარდია, აფაქიძე, თ. აკობია – შონია, რიგვავა, შ. ლომია, ეხვაია – ქობალია, სამუშია.
შეცვლაზე შევიდნენ: გ. ქირია, მალიჩავა, გამრეკლიძე, ქვარცხავა,
ჩანგელია, კუკავა.

მაღალი სიცხის გამო ზუგდიდელებს ამ მატჩში ძირითადი შემადგენლობის ოთხი წევრი – ონიანი, ვართაგავა, სიხარულია და წურწუმია დააკლდა, მაგრამ ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის სტარტისთვის, წესით, ოთხივე მწყობრში უნდა იყოს. უმაღლესი ლიგის უახლოეს შეხვედრაში ''ბაია" 13 თებერვალს ბოლნისის ''სიონს" უმასპინძლებს.

დაფინანსების მხრივ ''ბაიაში" ახალი კვლავაც არაფერია, თუმცა კლუბის წევრებს ისევ იმედი აქვთ...










.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული