უმაღლესი ლიგა. XIX ტური: "სამტრედიამ" "საბურთალოს" 8 გოლი გაუტანა!

AutoSharing Option
7 მარტს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIX ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. სამტრედიაში ადგილობრივმა გუნდმა თბილისის "საბურთალოს" უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქე ანგარიშით 8:2 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ ერთ მატჩში გასული 10 გოლი მიმდინარე ჩემპიონატის რეკორდია შედეგიანობის მხრივ.

ეს საბურთალოელთა ზედიზედ მესამე დიდი ანგარიშით წაგებაა. გია ჭიაბრიშვილის გუნდი მანამდე თბილისის "დინამოსთან" (0:4) და საჩხერის "ჩიხურასთან" (0:5) შერცხვა.

ამ გამარჯვების წყალობით "სამტრედიამ" 38 ქულა დააგროვა და უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა. ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 52 ქულით, მეორე კი
გორის "დილაა", რომლის აქტივში 40 ქულაა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იცით რამაინტერესეებს ეს საიტი რატო არ წეერს სამტრედიის თამაშებს სრულად ყოველთვის მოკლედ იწერება სამტრედიის თამაშები....რას ერჩით ამ გუნდს ელემენტარული გოლები ვინ გაიტანა ის მაინც დაწერეთ
akrep
08 მარტი 2016 02:55
0
სამტრედია ყველაზე მზარდი გუნდია და ახალგაზრდული, დინამოს და დილას შემდეგ ყველაზე მეტად ეგ იმსახურებს ევროტურნირის საგზურს (თუმცა დილას ახლაც სჯობს)
irakli Apkhaidze
07 მარტი 2016 22:20
0
დათო მართალი ხარ სამტრედიიდან არავინ გამოიდზახა ნაკრებში და ნახევარი საბურთალო ნაკრებში იყო შედეგი სახეზეა.მარტო თბილისის გუნდებში არ თამაშობენ კაი ფეღბურთელები...ეს ბიჭები ევროტურნნირებზეც არ გვაჭმევენ სირცხვილს
gio
07 მარტი 2016 21:41
0
რეალმა რაიოს 10-2 მოუგო, ბარსაც დიდი ანგარიშებით იგებს და პრიმერა დაბალი დონისაა მაგიტომ? საქმე ისაა რომ სამტრედიამ აჯობა მაგრად საბურთალოს. ისე ჩვენი ჩემპიონატი რო დაბალი დოისაა ეგ ჩვენც ვიცით, მაგრამ მაინც დავდივართ სტადიონზე და ვგულშემატკივრობთ ჩვენ გუნდს.
samtreziia
07 მარტი 2016 21:27
0
არ რცხვენიათ!პირადი ინტერესები უპირველეს ყოვლისა!
სანდრო
07 მარტი 2016 21:22
0
გაიხსენე კახი ბაიერნი რა ანგარიშებით იგებდა სანამ გვარდიოლა მივიდოდა, დაბალი დონეა? უბრალოდ წაუვიდა თამაში რა.
rezo
07 მარტი 2016 21:18
0
რა დაბალი დონეა საქართველოს ჩემპიონატი, 10 გოლი ერთ მატჩში მე--20 საუკუნის ოცდაათიანი წლებია თუ რა უბედურებაა.
kaxi
07 მარტი 2016 19:40
0
არ გრცხვენიათ გეგუჩაძევ და ჭიაბრიშვილო სამტრედიიდან ერთი ფეხბურთელი რომ არ გამოიძახე, ხომ გამოჩნდა თქვენი საბურთალო და ლოკომოტივი რაც არის
dato
07 მარტი 2016 17:10
0

სიახლეები პოპულარული