გიორგი ხარაიშვილი: "საბურთალოში" ხალისი დაბრუნდა

AutoSharing Option
"საბურთალოს" წარუმატებლობის მიუხედავად, გუნდის კაპიტანმა გიორგი ხარაიშვილმა მეორე წრე თავად შედეგიანად დაიწყო და ხუთ შეხვედრაში ამდენივე გოლი გაიტანა.

19 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა განსაკუთრებულად XX ტურში გამოიჩინა თავი: "საბურთალომ" ნავსი სწორედ მისი დახმარებით გატეხა - ლანჩხუთის "გურიასთან" მოგებულ (4:2) შეხვედრაში გუნდის კაპიტანმა უმაღლეს ლიგაში პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

შემთხვევითი არ იყო, რომ "ლელომ" ის ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა, სულ კი მიმდინარე სეზონში - მეექვსედ.

"ლელოსთან" კომენტარში ხარაიშვილი ამბობს, რომ
ეს გამარჯვება "საბურთალოს" მძიმე მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დაეხმარება:

"ზედიზედ სამი ისეთი თამაში წავაგეთ, მიზეზს ვერ ვპოულობ. ქულებიც დავკარგეთ და ბევრი გოლიც გავუშვით. ეს ძნელი გადასატანი იყო, რადგან ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვეს. მთავარია, ჩავარდნას თავი სწრაფად დააღწიო.

მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და "გურია" დავამარცხეთ. ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩვენთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა - როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სატურნირო თვალსაზრისით. გუნდში ხალისი დაბრუნდა, რაც "საბურთალოს" ძალიან სჭირდებოდა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ახალგაზრდებს შემართება მუდამ სჭირდებათ, მაგრამ მათ შემართებაზე ექსპერიმენტები ძვირი უჯდება მათვე და კლუბის მესვეურებსაც.
ხალისი 1 დღით დაბრუნდა 4-2 -ზე მაგრამ თუ სიონთან დამარცხდნენ,შემდეგ უკვე სერია იბადება წარუმატებლობის,ეს კანონია ასეთი სპორტის ბუნების ,რადგან შეიძლება შუქურას რაიმე აართვა, მაგრამ თერჯოლასთან გასვლაზე თამაში ურთულესი იქნება.
ისე კი მეორე ცუდი საქმე ისიცაა რომ თავისი ახალი იდიოტური საფეხბურთო პროგრამით სფფ ქართულ ფეხბურთს 1000- მდე პოტენციალურად პერსპექტიულ ფეხბურთელს დააკარგვინებს, ისინი ან სხვა ქვეყნებში წავლენ ნებისმიერ ფასად,ან კიდევ საერთოდ დაემშვიდობებიან ფეხბურთს.

ერთი რამ ვერ გაიგეს ამ ქვეყანაში, რომ ყოფილი ფეხბურთელი ისევე ვერ იქნება ფეხბურთის სრული მმართველი სპეციალისტი, როგორც თვითმფრინავის კონსტრუქტორად ან ტექნოლოგად ვერ გამოდგება მისი პილოტი.

ხარაიშვილის სიტყვები, რომ: საბურთალოს ნებსიმიერი კლუბის დამარცხება შეუძლია საქართევლოშიო, ეს მის ბავშვურ მიამიტობას მივაწეროთ და მხოლოდ გავიცინოთ :)
QWERTY
15:49 16-03-2016
0

სიახლეები პოპულარული