"საბურთალომ" კოსოვოს "დინამოსთან" დაგეგმილი მატჩი გააუქმა

AutoSharing Option
თურქეთში მყოფმა "საბურთალოს" 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა დღეს, 23 მარტს, კოსოვოს "დინამოსთან" დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.

აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაგვიდასტურა.

"დინამოსთან" თამაშის სანაცვლოდ, საბურთალოელები ამხანაგურად დანიურ "ტარნბის" გაეჯიბრნენ. როგორც კლუბში გვითხრეს, ინფორმირებულნი იყვნენ, რომ კოსოვო საქართველოს მიერ არააღიარებული რესპუბლიკაა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე ბავშვთა გუნდს ეხებოდა და არა უფროსი ასაკისას, არ ეგონათ, რომ საკითხი პოლიტიკურ ხასიათს შეიძენდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კოსოვოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია, ფიფას და უეფას კი ამ ქვეყნის ნაკრებებისა და გუნდებისთვის საერთაშორისო სარბიელზე გამოსვლის უფლება არ მიუციათ.

"საბურთალომ" დღევანდელ შეხვედრაში ანგარიშით 6:2 იმარჯვა.

ასევე იხილეთ:
"ზუგდიდს" კოსოვოს გუნდთან თამაშის გამო ფიფასგან უსიამოვნება არ ელის, თუმცა...
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბრავო ბრავო გცოდნიათ რა არის ქვეყნის ინტერესების დაცვა
დათო
18:07 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული