თბილისის "დინამოში" სინჯებზე ჰოლანდიელი ნახევარმცველი იმყოფება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოში" სინჯებზე 25 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი ნინოს გუირე იმყოფება.

"დინამო" დღეს ამხანაგურად თბილისის "ლოკომოტივს" გაეჯიბრა და გამანადგურებელი ანგარიშით სძლია - 6:0. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი გოლი სწორედ ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა გაიტანა.

გუირე 2009 წელს "ტვენტეს" 19-წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავდა, რის შემდეგაც უკვე 2012 წელს ამავე გუნდის 21-წლამდელებში გადავიდა. "ტვენტეს" მთავარ გუნდში მოხვედრა ჰოლანდიელმა ვერ შეძლო და ჰოლანდიურ "ჰერაკლესში" გადაბარგდა.

ერთი სეზონის შემდეგ, 2014 წელს, გუირე "დენ ჰააგმა" შეიძინა, თუმცა ამ უკანასკნელმა, საბოლოოდ, ფეხბურთელი იჯარით "ექსელსიორში" გაუშვა, საიდანაც დაბრუნებული გუირე 2015 წელს
თავისუფალი აგენტის სტატუსით რუმინულ "ასტრა ჯურჯუში" გადავიდა. დღემდე 25 წლის ფეხბურთელმა სულ 34 გოლის გატანა შეძლო.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ნორმალურად დასმული კიტხვაა, დიდი სიბრძნე არ ჩირდება იმის გაგებას, რომ იგივე ჩამოიკვანს კარგ ფეხბურთელს,რამაც ჩისკო ჩამოიკვანა და დინამოს ერთი ნაბიჯი დააკლდა ჯგუფურში მოსახვედფრად
ალეკსანდრე
13:37 26-03-2016
0
ვარსკვლავებს არავინ ითხოვს, მაგრამ ამ პირობებშიც კი გვახსოვს ნორმალური ლეგიონერები: ჩისკო, აკინო, დე პორასი... ასეთები ხო შესძლებელია მაინც? ან ახალგაზრდა და პერსპექტიულები ნორმალური სელექციის პირობებში. ეს ფეხბურთელი ყველა გუნდიდან გაუშვიათ და რაში ჭირდებათ წარუმატებელი ბექგრაუნდის ტიპი ვისაც მაღალი ხელფასი უნდა გადაუხადონ, ვერ ვხვდები
Levani
00:50 27-03-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული