"შავი ზღვის მეკობრეები": ჩვენ თბილისის "დინამოს" ფან-კლუბთან არ გვიჩხუბია

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ფან-კლუბი "შავი ზღვის მეკობრეები" 2 აპრილს, ქობულეთში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" ფანებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს, რომლესაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ:

"საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს 2 აპრილს, "ჩელე არენაზე" მიმდინარე მატჩის დროს "დინამო ბათუმისა" და "დინამო თბილისის" ფან-კლუბებს შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება სიმართლეს.

სტადიონზე მოხდა მცირე სიტყვიერი დაპირ
ისპირება ადგილობრივ გულშემატკივარსა და თბილისის "დინამოს" ფან-კლუბს შორის, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.

რაც შეეხება ფიზიკურ დაპირისპირებას, ის თბილისელ ფანებსა და პოლიციას შორის მოხდა და იქ ბათუმის "დინამოს" ფან-კლუბი არ ფიგურირებდა.

რაც შეეხება ბათუმის "დინამოს" ოფიციალურ ფანკლუბს "შავი ზღვის მეკობრეების" და "დინამო თბილისის" ფან-კლუბის ურთიერთობას, ჩვენ ერთმანეთთან მხოლოდ მეგობრული და სპორტული ურთიერთობები გვაკავშირებს".
მკითხველის კომენტარები / 4 /
Au magrad momige nishni sagol bodishi gavasworeb saprotestooo. Ise unda mimxvdariyavi mainc ras vgulisxmobdi romc ar shemesworebina. Vin daadgina erti rom yvela fani policigaertiandeses rom unda gaertiandeses? Vin adgens anwesebs?
Zura
18:33 06-04-2016
0
საპროცენტო დემონსტრაცია რა არის ჯერ ამით დავიწყოთ ))) ლონდონიდან არა თბილისიდან ვარ ეს მეორე და ბოლოს, კაცობას შენ ნუ მასწავლი და იმას რით ისაზღვრება გულშემატკივრობა.. არეულობისკენ არა სწორი,ფანური ქცევისკენ მოვუწოდებ... რაც არ იცი იმას ნუ ამბობ კიდევ,რაც ყველაზე მთავარია
1925
21:35 03-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული