"ზუგდიდს" მეტოქეების მიღება ზედა ეწერის სტადიონზე სურს

AutoSharing Option
მეორე წრის ბოლო ორ შეხვედრაში "ზუგდიდმა" თბილისის "დინამოსა" და ლანჩხუთის "გურიას" სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა, მაგრამ კლუბში იმედოვნებენ, რომ 10 აპრილს ქობულეთის "შუქურას" და მომდევნო მეტოქეებსაც ზედა ეწერის სტადიონზე მიიღებს.

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზე არსებული ზედა ეწერის სტადიონს, მერიის დაფინანსებით, ეფექტური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. მთლიანად შეიცვალა და ახლებურად გაკეთდა გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ხოლო ტრიბუნებზე ინდივიდუალური სკამები დამონტაჟდა.

გარდა ამისა, კეთილმოეწყო საპრესკონფერენციო დარბაზი, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები. სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს.

ზედა ეწერში სტადიონის ინსპექტირებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის
წარმომადგენლები მეორედ იმყოფებოდნენ და ჩატარებული სამუშაოები საკმაოდ დადებითად შეაფასეს.

მართალია, ზედა ეწერის სტადიონზე თამაშების დაშვება-არდაშვებაზე სფფ საბოლოო გადაწყვეტილებას კვირის ბოლოს მიიღებს, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობამ და ადმინისტრაციის თანამშრომლებმა სფფ-ის რეკომენდაციები სრულად გაითვალისწინეს და თუ მათი წარმომადგენლების პირველადი შეფასებებით ვიმსჯელებთ, საკითხი დადებითადაა გადაწყვეტილი", - წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
Anakliashi rom satiadionia eg samegrelo araris tu ra
0
ძაან კარგი სტადიონია , მითამაშია მანდ :)
tornike
21:25 05-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული