უმაღლესი ლიგა. XXIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" მოიგეს, წინ "კლასიკოა"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXIII ტურის 6 მატჩი გაიმართა.

გამორჩეულ ინტერესს სამტრედიაში გასამართი შეხვედრა იწვევდა, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. გია ცეცაძის შეგირდებმა მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანეს და მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ "სამტრედიისთვის" ეს ზედიზედ მოგებული მე-7 მატჩია.

სტუმრად ლანჩხუთში, მინიმალური ანგარიშით მოიგო მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამ", ხოლო "ჩიხურამ" ივანწმინდაში "ცხინვალი" დაამარცხა - 2:1.

ტური მოგვიანებით გასამართი "ქართული კლასიკოთი" - "დინამო"-"ტორპედოს" მატჩით და ასევე, "ლოკომოტივი"-"კოლხეთის" დაპირისპირებით დასრულდება.

უმაღლესი ლიგა. XXIII ტური
6 აპრილი
სამტრედია.
"ეროსი მანჯგალაძე".
სამტრედია-დინამო (ბთ) 2:0
გოლი: 1:0 ბუდუ ზივზივაძე (53). 2:0 დავით ჯიქია (65).

ლანჩხუთი. "ევგრაფი შევარდნაძე"
გურია-დილა 0:1
გოლი: 0:1 ისლამ მაშუკოვი (81).

ივანწმინდა
ჩიხურა-ცხინვალი 2:1
გოლები: 1:0 გიორგი განუგრავა (5), 2:0 ლაშა ჩიკვაიძე (10), 2:1 ლაშა ქოჩლაძე (19).

ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-ზუგდიდი 3:1
გოლი: 1:0 ოთარ კობახიძე (33), 1:1 რაფაელ ჩუკვურა (54), 2:1 ოთარ კობახიძე (59), 3:1 ლუის ალბერტო (71).

ქობულეთი. "ჩელე არენა".
შუქურა-მერანი 0:0

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-საბურთალო 0:0

06.04. თბილისი. "დინამო არენა". 18:00
დინამო (თბ)-ტორპედო
ურთიერთშეხვედრები
60: +30=15 -15, 105:59
პირველი წრე 1:1

06.04. თბილისი. "მიხეილ მესხი". 18:00
ლოკომოტივი-კოლხეთი
ურთიერთშეხვედრები
25: +13=4 -8, 42:39
დისკვალიფიკაცია: ბორის მახარაძე (ლოკომოტივი)
პირველი წრე 0:4
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული