ფოთელთა გამარჯვება ბოლო სპარინგში

AutoSharing Option
გუშინ ურეკში ფოთის "კოლხეთმა" ზამთრის შეკრების ბოლო ტესტმატჩი ჩაატარა. ბესიკ შეროზიას გუნდი გორის "დილას" გაეჯიბრა და 2:0 გაიმარჯვა. ფოთელებმა ორივე გოლი პირველივე ტაიმში გაიტანეს, თავი ცხვიტარიამ და კვერენჩხილაძემ გამოიჩინეს.

შეროზიამ მეტოქეს ოპტიმალურთან მიახლოებული ძირითადი შემადგენლობა დაუპირისპირა, მეორე ტაიმში კი თავის გამოჩენის საშუალება რეზერვისტებსაც მისცა: ძაგანია (ვ. ლობჟანიძე) - ცხვიტარია (გეგელია), მახვილაძე, ინწკირველი, მეგრელიშვილი (ქორჩილავა) - გულუა (ბარამიძე), გოგონაია (გავაშელიშვილი), კვერენჩხილაძე (წიქარიშვილი), გვალია (ხარჩილავა), მოისწრაფიშვილი (გელაჭეიშვილი) - მდივნიშვილი.

შეროზია სეზონის განახლებამდე ორი გამოცდილი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს. შეგახსენებთ, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ~კოლხეთს"
მიხეილ მახვილაძე და ალექსანდრე ინწკირველი დაუბრუნდნენ.

ჩემპიონატი ყველაზე ადრე ფოთში განახლდება - 12 თებერვალს ~კოლხეთი" ~სამტრედიას" უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული