სფფ-მ ქობულეთში მომხდარი ინციდენტის გამო ორივე "დინამო" დასაჯა

AutoSharing Option
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა და ცალკეულ ფაქტებზე გადაწყვეტილებები მიიღო. სხდომის დღის წესრიგში 3 საკითხი იყო:

1. 2016 წლის 2 აპრილს, ქალაქ თბილისში, ს.კ. თბილისის "ლოკომოტივისა" და ს.კ. თერჯოლის "საპოვნელას" შორის ჩატარებული მატჩის მეორე ნახევრის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი;

2. 2016 წლის 2 აპრილს, ქალაქ სამტრედიაში, ს.კ. ლანჩხუთის "გურიასა" და ს.კ. ზუგდიდის "ზუგდიდს" შორის ჩატარებული მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი;

3. 2016 წლის 2 აპრილს, ქობულეთში ს.კ. ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩატარებული
მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტი.

მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებების, ასევე, წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, კომიტეტის წევრებმა დაადგინეს:

1. ს.კ თერჯოლის "საპოვნელას" გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელი გამონათქვამების სკანდირებას. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 113-ე მუხლის შესაბამისად, საფეხბურთო კლუბ თერჯოლის "საპოვნელას" სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით.

2. ს.კ ლანჩხუთის "გურიის" გულშემატკივრების მხრიდან ადგილი ჰქონდა არამართლზომიერ ქმედებებს. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 55-ე და 118-ე მუხლებზე დაყრდნობით, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

3. ს.კ. "დინამო თბილისის" გულშემატკივართა მხრიდან ადგილი ჰქონდა პიროტექნიკური ნაკეთობების სროლას, ქონების დაზიანებას და მატჩის მსვლელობისას წარმოქმნილ უწესრიგობას. შესაბამისად, 2016 წლის 2 აპრილს, ქალაქ ქობულეთის სტადიონზე ჩატარებული მატჩის ერთ-ერთ მხარეს, ს.კ. "დინამო თბილისს", 115-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტისა და 116-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვროს ჯარიმა 4500 ლარის ოდენობით.

4. ს.კ. ბათუმის "დინამომ" ვერ უზრუნველყო სტადიონზე უსაფრთხოების ნორმების დაცვა და, შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 55-ე მუხლის საფუძველზე განესაღვროს ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.

მომზადებულია სფფ-ის პრესსამსახურის მიხედვით

ასევე იხილეთ:
დინამო(ბთ)-დინამო(თბ) 1:2 - ის, რაც გულშემატკივარს უყვარს [VIDEO]
ჩხუბი ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" ფანებს შორის [VIDEO+PHOTO]
"გლადიატორების" განცხადება "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
"შავი ზღვის მეკობრეები": ჩვენ თბილისის "დინამოს" ფან-კლუბთან არ გვიჩხუბია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქობულეთში დინამოს გულშემატკივრებმა რაც ჩაიდინეს იგივე მასპინძლებს რომ ჩაედინათ სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაცია ექნებოდათ. სხვა რას უნდა ელოდოთ როცა ისედაც პატარა აღმასკომში დინამოს პრეზიდენტი და მოქმედი ფეხბურთელია. მსაჯობის თემა სხვა საკითხია კიდე!
შალვა
15:09 07-04-2016
0

სიახლეები პოპულარული