"ვადაჭკორია თამაშს აგრძელებდა, მაგრამ მეოთხე მსაჯს დაუჯერა..." [VIDEO]

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის გამართულ ბოლო ქართულ "კლასიკოს" დიდი რეზონანსი მოჰყვა. თბილისელებმა გამარჯვება (2:1) მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე, გიორგი ქვილითაიას პენალტის წყალობით მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ დინამოელი ჯაბა ჯიღაურის მიერ დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, დამატებაზე კი, უკვე ბაჩანა არაბულის დარტყმულს, ანრი ჭიჭინაძე გადაეღობა. გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა. მისი აზრით, მცველმა ხელით ითამაშა.

იყო თუ არა დასანიშნი პენალტი დინამო-ტორპედოს მატჩის ბოლო წუთზე? [VIDEO]
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]

ქუთაისელებმა არბიტრის გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს. მათი აზრით, "ტორპედო" ქულას
იმსახურებდა.

"მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ პენალტის დანიშვნისას მსაჯი შეცდა. ვადაჭკორია იქვე ახლოს იყო, ყველაფერს უყურებდა და შეეძლო, თამაში გაეგრძელებინა.

თავიდან ასეც მოიქცა, მაგრამ მერე მეოთხე მსაჯს დაუჯერა და პენალტი დანიშნა. სამწუხაროა, რომ ამ შეცდომის გამო ქულა დავკარგეთ, რომელსაც თამაშიდან გამომდინარე ვიმსახურებდით", - ამბობს "ლელოსთან" ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი სუხიაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
რომელ ფეხბურთის წინსვლაზე და განვითარებაზეა საუბარი საქართველოში აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ 2 გუნდი საქართველოს ნაკრები და დინამო თბ ვსო მორჩა ამით ყველაფერი. ფედერაციიდან დაწყებული თავის სამსაჯო კორპუსით 95% ჟურნალისტების აზრი არსი და ინტერესი ამ ორი გუნდით იწყება და მთავრდება ღმერთმა სიკეთეში მოგახმაროთ. ნაკრებს რა შედეგებიც აქვს კარგად ვიცით და ჩემი აზრით სიტყვა საქართველო ამ ნაკრებზე ცოტა უხერხულია თბილისი უფრო მოუხდება რეალობიდან გამომდინარე. ხოლო დინამოს ცოტაც დავაცადოთ აი მოვა ევროპაზე თამაშის დროც და კარგად ვნახავთ მის პენალტებით მოგებებს და მომდევნო ეტაპებს , უი უკაცრავად მაგ თამაშებს ხომ უცხოელები მსაჯობენ? ა შეიძლება არც შეცდენ დინამოს სასარგებლოდ? არც კი გაიფიქროთ ფედერაცია+ფიფია+უმრავლესობა ჟურნალისტების + დინამოს მარა ეს ხო ევროპაზე არ ვრცელდება . რა მდენ ეტაპს გაივლის ეს გუნდი კარგად Dაითვალეთ არ აგერიოთ. ჩემი რწმენით პირველივე ეტაპზე გამოვარდება კინწისკვრით და კისრის ტეხვით თუმცა ნუგეში დარჩებათ მაინც , წინ ხო ახალი სეზონია საქართველოს ჩემპიონატის და პრობლემებიც იხსნება მათთვისს. Ps: სანამ დინამოს მიმართ ესეთ მიცემებს ექნება ადგილი პირველ რიგში ფედერაციის მსაჯების და ჟურნალისტების მხრიდან მანამ ქართულ ფეხბურთს ვიხილავთ ყოველთვის ისეთ დღეში როგორი "კომფორტული" დროებაც ეხლა უდგას.
0
მრცხვენია,მრცხვენია,..........
თენგო
16:07 08-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული