დათრგუნული იყო - ასეთი რამ როგორ მომივიდაო?! ვადაჭკორიამ შეცდომა აღიარა

AutoSharing Option
ცნობილია, რომ ეროვნული ჩემპიონატის XXIII ტურში თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" შინ 2:1 დაამარცხა. დედაქალაქელებმა დამატებულ წუთებში გიორგი ქვილითაიას პენალტით მოიგეს.

- დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]
- იყო თუ არა დასანიშნი პენალტი დინამო-ტორპედოს მატჩის ბოლო წუთზე? [VIDEO]

მაგრამ ქუთაისელებმა მატჩის არბიტრის, გიორგი ვადაჭკორიას გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნიეს და არა მხოლოდ შეხვედრის დროს, არამედ შემდეგაც გააპროტესტეს და ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს ოფიციალური წერილით მიმართეს. ამ ეპიზოდის დამატებითი განხილვისა და საბოლოო დასკვნის შემდეგ ქუთაისელები მატჩის მომსახურე მსაჯების მიმართ
შესაბამისი ზომების მიღებას ითხოვდნენ.

პენალტის დროს გაურკვევლობა იმაზეც წარმოიქმნა, თუ რომელი კონკრეტული მიზეზით დანიშნა ვადაჭკორიამ 11-მეტრიანი - როცა ბაჩანა არაბულის დარტყმას ბაქარ მირცხულავა ტანით (ხელი ნამდვილად არ იყო, რაც ვიდეოგამეორებისას აშკარად ჩანს) გადაეღობა, თუ გიორგი კუხიანიძესთან ორთაბრძოლისას ჯაბა ჯიღაური რომ წაიქცა?

როგორც ირკვევა, ვადაჭკორიამ პენალტი სწორედ ჯიღაურის წაქცევის გამო დანიშნა.

ფედერაციის რეაქციამ არ დააყოვნა - ვადაჭკორია დასაჯეს და უმაღლესი ლიგის XXIV ტურის შეხვედრებზე არც მთავარ და არც მეოთხე მსაჯად არ მიუვლენია. ეს ამბავი ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო განყოფილების უფროსმა ლევან მიქელაძემ დაგვიდასტურა.

"შეცდომისგან დაზღვეული არავინაა და სამწუხაროა, რომ ვადაჭკორიამ ეს შეცდომა სწორედ "დინამოსა" და "ტორპედოს" პრინციპული შეხვედრის დროს დაუშვა.

მომენტი სამსაჯო განყოფილებაში გავარჩიეთ. მესმის, რომ ეს ეპიზოდი რთულად განსასჯელი იყო. ქუთაისელ ფეხბურთელს ხელით არ უთამაშია. ასე რომ, ვადაჭკორიას პენალტი ამიტომ არ დაუნიშნავს. იქვე კი ჯიღაურს კუხიანიძესთან კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ, ჩვენი აზრით, ეს პენალტის დასანიშნად არასაკმარისი მიზეზი იყო.

სამსაჯო განყოფილებაში შევთანხმდით, რომ ამ შეცდომის გამო ვადაჭკორია უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში არ იმსაჯებდა.

მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ის წესიერი პიროვნებაა, ამ შეცდომას თავადაც აღიარებს და ძალიან განიცდის. დათრგუნული იყო - ასეთი რამ როგორ მომივიდაო?! ეჭვიც არ მეპარება, რომ ვადაჭკორიას შეცდომა წინასწარ განზრახული არ იყო, მისგან ამას გამოვრიცხავ", - ამბობს მიქელაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
რატომ არ გამოაქვეყნეთ ჩემი კომენტარი??? იქ ხომ უხამსი ერთი სიტყვაც არ იყო, მაგრამ არ გაწყობთ!!! თქვენ, ჟურნალისტები ვადაჭკორიაზე უარესები ხართ! ნურც ამას გამოაქვეყნებთ, მთავარია თქვენ ხომ წაიკითხეთ!!!თქვენ ღუპავთ ქართულ ფეხბურთს!!!!!!!!
გიორგი
12 აპრილი 2016 15:14
0
ასე მოგებული ჩემპიონატი მართლა არავის სჭირდება! და პირველ რიგში ვისაც მართლა უნდა იგივე დინამოს წარმატება ჩვენ არ უნდა გვინდოდეს! ევროპაზეც ვადაჭკორია გვიმსაჯებს?
დინამოს ერთგული ქომაგი
12 აპრილი 2016 04:23
0
რო გაიტანა დინამომ პენალი ხო გაივლე გულში არისოოოო იესსსსსსსს გოოოოოოოოლლლლლლ და დაამტავრე კიდეც თამაში.....
fcd
12 აპრილი 2016 00:33
0
დათრგუნულიაო, შემეშალაო! მოუკვდი მაგას მე. დათრგუნული კიარა ცენზურას რო არ ვიცავდე კი ვიცი რასაც დავწერდი. 30 აპრილს სამტრედიაში ჩამოსვლისას დინამო თბილისი სავარაუდოდ უკვე ჩემპიონი იქნება, ევროპის ქვეყნებში პატივისცემის ნიშნად კორიდორს უკეთებენ და ტაშით ხვდებიან ჩემპიონს რასაც ვერ შევპირდებით სამტრედიაში პირიქით წარმოუდგენელი ობსტრუქცია ელით. სირცხვილი დინამოს!!! უღირს კი ასეთი ჩემპიონობა?!...
f.c. samtredia
11 აპრილი 2016 23:30
0
დაუშვებდა შეცდომას აბა რას იზავდა თამაშისწინაც ხო დაუშვა შეცდომა ფული რო აიგო აბა მასეთ პენალს სად დებენ :P:P:P
spartakichi
11 აპრილი 2016 22:58
0
ვადაჭკორიასავით პატიოსანი ადამიანებით გაბრწყინდება საქართველო
კობა
11 აპრილი 2016 22:43
0
სამართლიანი მსაჯობა ნებისმიერ მატჩზე ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს განავითარებს, ხალხს კი დააბრუნებს სტადიონზე. ალბათ შორეულ მომავალს შევეხე
nika
11 აპრილი 2016 17:41
0
ხოდა მონანიებას ასწავლიან ქუთაისში რომ ჩამოვა ან ჩამოვა კი
kutaiseli
11 აპრილი 2016 17:37
0
მიქელაძემ რა დაწერა თავის გასამართლებლად ეგ ერთია, მაგრამ თავად ვადაჭკორიასგან მოისმინა ვინმემ ეს სიტყვები? მამულაშვილმა ეს ინფორმაცია მსაჯთან გადაამოწმა? თუ გაირჩა ეგ ეპიზოდი, მაშინ გამოვიდეს შესაბამისი ჩინოვნიკი და თქვას, რომ ეპიზოდი განიხილეს, განმეორებაზე არ ჩანს აშკარა დარღვევა და მსაჯმა მიიღო არასწორი გადაწყვეტილება, რამაც გავლენა იქონია მატჩის შედეგზე და მსაჯს მიეცეს დისკვალიფიკაცია ამდენი და ამდენი თამაშით. ეს ჟურნალისტებიც რომ პოზიორობენ და ამ სირ სტატიებს დებენ აქ - გაარჩიონ ეპიზოდი (ზოგი იმას ვერ მიხვდა, რის გამო დაიდო პენალტი და ხელზე მოხვდაო წერდა სტატიებში), კითხონ კუხიანიძეს და ჯიღაურს, ენახათ თამაშის მერე ჯიღაურის კოჭი და დაეწერათ ობიექტური სტატია, როგორც ეს ნორმალურ ქვეყანაში ხდება, სადაც ყველას თავის ადგილს მიუჩენენ, მაგრამ აქ მთავარი ხომ ყველაფრის გაყვითლება, ბევრი ღვარძლის და გინების გამოწვევაა მთავარი ამოცანა, სტატიას და საიტს რომ რეიტინგი და აეწიოს... თუ ვადაჭკორიამ მიკერძოებულად დანიშნა ეს პენალტი, შემირცხვენია მისი კაცობა. პ.ს. მამულაშვილისგან მეტს არც არაფერს მოველი, დინამოს გამპრავებელია და აგრესიის დინამოდან კონკრეტულ პირებზე გადასატანად თავიდან შემოაგდო ეს თემა. სამარცხვინო სპორტული ჟურნალისტები გვყავს, ერთი გოგიშვილი გვყავდა და ისიც გააქციეს ოკეანისგადაღმა.
????
11 აპრილი 2016 17:28
0
მსაჯი ერთი თამაშით დასაჯეს,ალბათ რომ არ დაენიშნა პენალტი თავში ჩაუკაკუნებდენ.სასაცილოა სატირალი რომ არ იყვეს.რა იმედი მქონდა კობის,...
მურთაზი
11 აპრილი 2016 17:23
0

სიახლეები პოპულარული