როგორც "ინტერპრესნიუსს" ფეხბურთის ფედერაციის კლუბების ლიცენზირებისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსმა ბაქარ ჟორდანიამ განუცხადა, ადრე არსებული მიდგომა შეიცვლება და უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს დაევალება ლიცენზიის გავლა.
"ჩვენი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება, ვიდრე მკაცრი. ხელებს ვერავის გადავუგრეხთ, რომ რამე გააკეთოს. სამართლიანობა გამოიხატება იმაში, რომ უფრო სწორი მიდგომა იქნება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ლიცენზირების პროცესთან მიმართებაში. უფრო სწორად აღვიქვამთ ამ
ადრე თუ იყო რაღაც დამახინჯებული ფორმები და გამონაკლისის სახით აძლევდნენ კლუბებს ლიცენზიას, ასეთი მიდგომა შეიცვლება. უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ლიცენზირებული კლუბები ითამაშებენ.
აღმასკომი უშვებდა გამონაკლისს. თუ გუნდი ჯარიმას გადაიხდიდა, ლიცენზიის გავლა აღარ იყო საჭირო და უმაღლეს ლიგაში ლიცენზიის გარეშე თამაშობდნენ. წინა სეზონში ჯარიმის ოდენობა იყო 50 000 ლარი. ორმა კლუბმა - "გურიამ" და "საპოვნელამ" 50 000 ლარი გადაიხადეს და უმაღლეს ლიგაში დაუშვეს ლიცენზიის გარეშე. ასეთ მიდგომას ჩვენ ვეწინააღმდეგებით", - განაცხადა ჟორდანიამ.
მისივე თქმით, ჯარიმა და სანქცირება ყველა დებულების თანმდევი პროცესია, მაგრამ აქ კლუბების მიდგომა იყო არასწორი.
"მაგალითად, როდესაც კლუბის ხელმძღვანელობა პირდაპირ აფიქსირებს, რომ მას არ სჭირდება ლიცენზია და, რომ პირდაპირ გადაიხდის ფულს და ითამაშებს უმაღლეს ლიგაში, არასწორ მიდგომასთან გვაქვს საქმე და თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან. მით უმეტეს, როდესაც კლუბების უმრავლესობა ბიუჯეტიდან ფინანსდება.
ლიცენზირება ჩემთვის და თქვენთვის კი არ კეთდება, არამედ თვითონ კლუბი რომ განვითარდეს. ზოგიერთი კლუბის დირექტორს და ხელმძღვანელობას არ ესმოდა, რა იყო ლიცენზირების არსი და ეს მენეჯმენტის პრობლემას უკავშირდება", - აღნიშნა ჟორდანიამ.
ამასთან, როგორც სფფ-ში აღნიშნავენ, აუდიტორულ მომსახურებას კლუბებს სფფ-ის მიერ დაქირავებული კომპანია სფფ-ის ხარჯებით გაუწევს.
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით
შენ რა იყო კიდევ, ასე რამ გაგამწარა შეურაწყოფას რმ აყენებ ხალხს?
რატომ მარტო 2?
ზესტაფონიც იქნება აუცილებლად!
სხვებმაც გაანძრიონ და მოაწესრიგონ