ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს მიხეილ სარდალიშვილმა მას შემდეგ გაიტანა, რაც ლიბორ ჰრდლიჩკამ მისი დარტყმული 11-მეტრიანი მოიგერია. ეს უკანასკნელი დამატებულს ვეღარ გაუმკლავდა.
მინიმალური ანგარიშით მოიგო "სიონმაც", რომელმაც ბოლნისში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოთარ კობახიძემ 70-ე წუთზე გაიტანა.
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
16.04. ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 მიხეილ სარდალიშვილი (89).
16.04. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია".
სიონი-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 ოთარ კობახიძე (70).
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივი" მარტვილის "მერანს" დაუზავდა [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XXV ტურის წინ: ჩემპიონის და სამართლიანი თამაშის მოლოდინი
ჩიხურა ბრავო!!!ჩიხურა თასის მფლობელი!