უმაღლესი ლიგა. XXV ტური: ორივე "დინამო" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
16 აპრილს, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXV ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართა.

ივანწმინდაში საჩხერის "ჩიხურამ" სატურნირო ცხრილის ლიდერი თბილისის "დინამო" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს მიხეილ სარდალიშვილმა მას შემდეგ გაიტანა, რაც ლიბორ ჰრდლიჩკამ მისი დარტყმული 11-მეტრიანი მოიგერია. ეს უკანასკნელი დამატებულს ვეღარ გაუმკლავდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მინიმალური ანგარიშით მოიგო "სიონმაც", რომელმაც ბოლნისში ბათუმის "დინამოს" უმასპინძლა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ოთარ კობახიძემ 70-ე წუთზე გაიტანა.

ტური ხვალ, 17 აპრილს გასამართი მატჩებით დასრულდება.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXV ტური
16.04. ივანწმინდა. ცენტრალური
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:0
გოლი: 1:0 მიხეილ სარდალიშვილი (89).

16.04. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია".
სიონი-დინამო (ბთ) 1:0
გოლი: 1:0 ოთარ კობახიძე (70).

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XXV ტური: "ლოკომოტივი" მარტვილის "მერანს" დაუზავდა [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XXV ტურის წინ: ჩემპიონის და სამართლიანი თამაშის მოლოდინი
მკითხველის კომენტარები / 15 /
ცოტა მეტი ინპორმაცია რო დაწეროტ არ სჰეიდზლება ? ეს ყველაპერი ისედაც ვიციტ. ტუ დინამომ წააგო და არაა საცჰირო სამ გვერდიანი სტატია?
levani
18:30 16-04-2016
0
დაიწყება ახლა თბილისელთა წაგებების სერია. 20-ში ისევ წააგებს ჩიხურასთან, შემდეგ ფოთთან,შემდეგ კიდევ სამტრედიასთან,ასე რომ მიასამდე მოითმინეთ :)
ჩიხურა ბრავო!!!ჩიხურა თასის მფლობელი!
ჯორდანო უბრუნებელი
18:41 16-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული