განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
"გვინდა გამოვეხმაუროთ სპორტულ საინფორმაციო პორტალზე - sarbieli.ge-ზე გამოქვეყნებულ 16 და 17 აპრილის წერილებს.
სადაც, მატჩის გარშემო ფაქტების დამახინჯებით, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე ჟურნალისტი საჩხერის "ჩიხურას" დინამოელებთან გამარჯვებას წინასწარ შეთანხმებულს უწოდებს, რითიც ახდენს ჩვენი კლუბის სახელის დისკრედიტაციას.
წერილებში არ არის ნახსენები არც წყარო, არც გადამოწმებული ინფორმაცია. საუბარია საოციალურ ქსელში არსებულ გაუგებარ მიმოწერაზე და ასევე, "მოარულ ხმებზე". თუ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული მასალა ვინმე კონკრეტული პირის მიზანს არ ემსახურება და sarbieli.ge-ს რეალურად გააჩნია
აღნიშნულ ფაქტზე, განცხადება გაეგზავნა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.
ამ მოვლენების შესახებ კლუბმა ასევე მიმართა სფფ-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სთხოვა ამ საქმის/ბრალდების გამოძიება".