თბილისის "დინამო" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე sarbieli.ge-ს წერილებს ეხმაურება.

განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"გვინდა გამოვეხმაუროთ სპორტულ საინფორმაციო პორტალზე - sarbieli.ge-ზე გამოქვეყნებულ 16 და 17 აპრილის წერილებს.

სადაც, მატჩის გარშემო ფაქტების დამახინჯებით, ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე ჟურნალისტი საჩხერის "ჩიხურას" დინამოელებთან გამარჯვებას წინასწარ შეთანხმებულს უწოდებს, რითიც ახდენს ჩვენი კლუბის სახელის დისკრედიტაციას.

წერილებში არ არის ნახსენები არც წყარო, არც გადამოწმებული ინფორმაცია. საუბარია საოციალურ ქსელში არსებულ გაუგებარ მიმოწერაზე და ასევე, "მოარულ ხმებზე". თუ საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებული მასალა ვინმე კონკრეტული პირის მიზანს არ ემსახურება და sarbieli.ge-ს რეალურად გააჩნია
რაიმე სახის ინფორმაცია, ვთხოვთ მასალები გამოქვეყნდეს ამავე ვებგვერდის საშუალებით.

აღნიშნულ ფაქტზე, განცხადება გაეგზავნა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

ამ მოვლენების შესახებ კლუბმა ასევე მიმართა სფფ-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სთხოვა ამ საქმის/ბრალდების გამოძიება".
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩაწყობილი თამაში იყო.მისი გამოძიებით დამტკიცება ურთულესი საქმე იქნება/არაფერი არ გამოვა/.
კოტე
13:46 20-04-2016
0
ეს თუ ჩაწყობილი თამაში იყო.მაშინ გორი დინამოც ჩაწყობილი იყო...არ დაგავიწყდეთ გორში 100%პენალტი არ დაგვიდეს.ყველა ლიდერი დავიფრინეთ ახლა სამდრედიას რიგიც დადგა.უბრალოთ თქვენ ხართ სუსტები
chixura
16:08 20-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული