24 აპრილს უმაღლესი ლიგის XXVI ტურის ორი მატჩი გაიმართა.
საჩხერის "ჩიხურასა" და "სამტრედიას" შორის შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ "სამტრედიას" 54 ქულა დაუგროვდა.
უახლოესი მდევრის წაბორძიკებით კარგად ისარგებლა თბილისის "დინამომ", რომელმაც სტუმრად ფოთის "კოლხეთი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონი გახდა.
"დინამოს" 67 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "სამტერდიას" 13 ქულით უსწრებს.
ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-სამტრედია 1:1
გოლი: 1:0 გიორგი ჭანკოტაძე (პენ. 32), 1:1 გიგი იოსელიანი (76).
გაძევება: ბიძინა ცინცაძე (სამ. 31)
კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გიორგი ქვილითაია (პენ. 13), 0:2 ჯაბა ჯიღაური (24), 0:3 რენე ფერეირა (71), 1:3 ომარ გოგონაია (პენ. 75)
ტორპედო, "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სიონი 1:0
გოლი: კუხიანიძე (85)
- უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: "დილამ" და "საბურთალომ" მოიგეს [VIDEO]