თბილისის "დინამო" უმაღლესი ლიგის ჩემპიონი 4 ტურით ადრე გახდა!

AutoSharing Option
ფოტო: fcdinamo.ge
24 აპრილს უმაღლესი ლიგის XXVI ტურის ორი მატჩი გაიმართა.

საჩხერის "ჩიხურასა" და "სამტრედიას" შორის შეხვედრა ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა. ამ მატჩის შემდეგ "სამტრედიას" 54 ქულა დაუგროვდა.

უახლოესი მდევრის წაბორძიკებით კარგად ისარგებლა თბილისის "დინამომ", რომელმაც სტუმრად  ფოთის "კოლხეთი" ანგარიშით 3:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ჩემპიონი გახდა.

"დინამოს" 67 ქულა აქვს და მეორეადგილოსან "სამტერდიას" 13 ქულით უსწრებს.

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-სამტრედია 1:1
გოლი: 1:0 გიორგი ჭანკოტაძე (პენ. 32), 1:1 გიგი იოსელიანი (76).
გაძევება: ბიძინა ცინცაძე (სამ. 31)

ფოთი, "პარკი არენა"

კოლხეთი-დინამო (თბ) 1:3
გოლები: 0:1 გიორგი ქვილითაია (პენ. 13), 0:2 ჯაბა ჯიღაური (24), 0:3 რენე ფერეირა (71), 1:3 ომარ გოგონაია (პენ. 75)

ტორპედო, "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სიონი 1:0
გოლი: კუხიანიძე (85)

- უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: "დილამ" და "საბურთალომ" მოიგეს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 15 /
რატომ გამოქვეყნდა ჩემი კომენტარი კორექტირებით? ეს რა წესია რატომ შემიმოკლეთ
Akaki
11:44 25-04-2016
0
გილოცავთ! ლიგაზე "გაბალას" თუ არ გადავეყარეთ იქნებ ჯგუფურ ეტაპზეც გავიდეთ?!
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
10:10 25-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული