"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა

AutoSharing Option
იური ბაკალოვმა "ზუგდიდი" 2016 წლის 16 იანვარს ჩაიბარა, მაგრამ გუნდი კრიზისიდან ვერ გამოიყვანა: უკრაინელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით, "ზუგდიდმა" 11 მატჩიდან 2 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 6 წააგო.

ბაკალოვის გუნდმა ვერ მოიგო ბოლო უქმეების უმნიშვნელოვანესი მატჩიც - შინ 1:1 ითამაშა "ლოკომოტივთან". სწორედ ეს გახდა ბაკალოვის გადაწყვეტილების მიზეზი.

მანამდე კი, ის "ზუგდიდის" დირექტორ გელა ინალიშვილს ელაპარაკა, რის შემდეგაც კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა მოგვაწოდა.

დარჩენილ ტურებში "ზუგდიდს" ლევან მიქაძე უხელმძღვანელებს, რომელიც ბაკალოვის ასისტენტად მუშაობდა, ბაკალოვამდე კი გუნდს
პირველი წრის ბოლო ტურებშიც თავკაცობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზუგდიდის გუნდს ზუგდიდელი უნდა ყავდეს პრეზიდენტი და დირექტორი! დიდ პატივს ვცემ ინალიშვილს როგორც პიროვნებას და როგორც ფეხბურთელს, მაგრამ ზუგდიდი გალი არაა
giorgi
18:10 26-04-2016
0
პირველ 5 თამაშში 1 ქულა რომ აიღო მაშინ იყო გასაშვები.დასაერთოდ მიმართეთ თუ არა გაბელიას თუ არა მოიწვიეთ სასწრაფოდ,მხოლოდ გაგელია შეძლებს გუნდის ამ მდგომარეობიდან გამოყვანას. და საერთოდ გ ა მ ო ი ღ ვ ი ძ ე თ ,ხელმძღვანელებო.
თენგო
12:51 26-04-2016
0

სიახლეები პოპულარული