როგორც ბოსნიური გამოცემა scsport.ba იტყობინება, ფეხბურთელს ირანიდან და ყაზახეთიდან რეალური შემოთავაზებები აქვს.
ამასთან დაკავშირებით, გამოცემამ მეკარეს კომენტარი ჩამოართვა:
"დიახ, მართალია, რომ საქართველოში სათამაშო ფორმა დავიბრუნე და ყველა მხრიდან მაქებენ. ახლა მხოლოდ ჩემს ამჟამინდელ კლუბზე ვფიქრობ, ევროასპარეზზე გასვლა გვსურს, ეს კი სავსებით რეალურად მიმაჩნია.
"ჩიხურასთან" კონტრაქტი დეკემბრამდე მაკავშირებს, ჩემს მომავალზე კი ჩემი წარმომადგენლები იზრუნებენ და გადაწყვეტენ, რა არის ჩემთვის უკეთესი", - ციტირებს გამოცემა
ჩიხურის არავის ეშინია და მაგიტომ არ დავწერე ეგ პოსტი, ჰამზიჩი თუ დარჩება დიდხანს პირიქით გამიხარდება, ეს ჩვენს ფეხბურთს გამოადგება და რაც უფრო მეტი გვეყოლება ეგეთი ლეგიონერი მით უფრო აიწევს ჩემპიონატის დონე. უკეთესი ყველასთვის. მე პირადად ჩიხურა არ მეზიზღება, პირიქით დიდი სიმპათიები გამაჩნია ამ გუნდის მიმართ, განსაკუთრებით ევროპალიგის საკვალიფიკაციოზე ღირსეული გამოსვლის შემდეგ, ბურსასფორი რომ დატოვა თამაშგარე.