რომან ფიფია: ბედნიერი ვიქნებოდი, "დინამოს" დონის მინიმუმ სამი გუნდი რომ გვყავდეს!

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა და დიდი იმედით ელის ევროთასებს, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურ შედეგს ითხოვს - გუნდი ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა მოხვდეს...

საათივითაა აწყობილიო - ნამდვილად არ ვიცი, ქართულ ფეხბურთში რასთან დაკავშირებით უნდა გამოვიყენო ეს ფრაზა... მაგრამ რატომ? აგერ, "დინამო", სადაც სწორედ ასეა საქმე დაყენებული და ეს, უდავოდ, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას დამსახურებაა. "დინამო" მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს. ერთ რამედ ღირს კლუბის აკადემიისა და დიღმის საწვრთნელი ბაზისთვის თვალის შევლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნამდვილი
ოაზისი ქართულ ფეხბურთში...

რა თქმა უნდა, კლუბის წინაშე დგას ახალი მიზნები და გამოწვევები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ მოკლე ხანში "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა...

"ლელო" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ესაუბრა. ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ...
- ბატონო რომან, უპირველეს ყოვლისა, "დინამოს" ჩემპიონობა უნდა მოგილოცოთ. როგორ აფასებთ გუნდისთვის სეზონს, რომელიც მალე დასრულდება, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა?..
- სეზონი იყო დაძაბული, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ დიდი ინტრიგები არ ყოფილა. თბილისის "დინამომ" ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვა უმაღლესი ჯილდო. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ ველოდი ამ გამარჯვებას. "დინამომ" ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

- ნათქვამია, ცხენებს შუა მდინარეში არ ცვლიანო. არადა, სწორედ შუა სეზონში შეიცვალა მწვრთნელი "დინამოში" - გია გეგუჩაძის ნაცვლად იურაი იარაბეკი მოვიდა. მაინც რით იყო ეს ცვლილება განპირობებული? მხოლოდ იმით, რომ გეგუჩაძემ ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღო შეთავაზება?
- მართალი ხართ, ცხენებს შუა მდინარეში არ ცვლიან, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. დიახ, დადგა საკითხი, რომ გია გეგუჩაძეს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს ისე დამაჯერებლად ჟღერდა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომ არანაირი უფლება არ მქონდა, წინააღმდეგობა გამეწია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება ჩვენს ასაკობრივ გუნდებში. სწორედ ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გამოჩნდეს ის ძირითადი ბირთვი, რომელმაც ეროვნული გუნდი უნდა შეავსოს. ჩემი აზრით, იქ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ეს არ არის ერთი ან ორი წლის საქმე. ადრეც ვთქვი - "დინამო" და ფეხბურთის ფედერაცია ერთ საქმეს ვაკეთებთ. ორივეს გვაქვს ერთი მიზანი, რომელსაც ქართული ფეხბურთის პროგრესი ჰქვია.

იაშვილს დაველაპარაკები...
- "დინამოს" სათამაშო დარჩა თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი, რის შემდეგაც, ძალიან დიდი ალბათობით, გუნდი ფინალში გავა. თუმცა, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდებით მხოლოდ საშინაო ასპარეზზე მიღწეულით და მიზნად ევროთასებზე წარმატებული გამოსვლა გექნებათ. თუ იგეგმება შემადგენლობის გაძლიერება ზაფხულის ბატალიებისთვის?
- ჩვენ დიდი ყურადღებით შევარჩიეთ ახალი მთავარი მწვრთნელი. იცით, რომ იურაი იარაბეკი ჩამოვიყვანეთ სლოვაკეთიდან, სადაც "ტრნავას" მწვრთნელი იყო. მან თავი დაგვამახსოვრა ევროთასებზე, სადაც მისმა გუნდმა ასპარეზობიდან "ზესტაფონი" გამოთიშა... როგორც მე ვიცი, მაშინ "ზესტაფონის" ბიუჯეტი უფრო დიდი იყო, ვიდრე "ტრნავასი". არადა, შემდეგ ეტაპზე სლოვაკური გუნდი გავიდა. ეს იყო ტაქტიკური თამაში...

რა თქმა უნდა, იარაბეკთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და მწვრთნელს აქვს კონკრეტული მონახაზი, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გუნდი. ჩვენც ვეთანხმებით ამ მონახაზს, რაც წინსვლისა და წარმატების გარანტია მგონია.

ახლა კონკრეტულ გვარ-სახელებს ვერ გეტყვით, მაგრამ გაძლიერება რომ დაგვჭირდება, ფაქტია.

რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ალექსანდრე იაშვილის შესაძლო წასვლა. მე მას დაველაპარაკები და ვეცდები, დავითანხმო, რომ კიდევ დაგვეხმაროს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უდიდეს პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.

იაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის, თბილისის "დინამოსთვის"... ის გუნდის "ტვინია" მინდორზე და, რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება მისი შეცვლა. თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა, უნდა ვიფიქროთ მის შემცვლელზე...

არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც მოიაზრება ამ როლისათვის. ჯერ ვერ დავაკონკრეტებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მალე უნდა მორჩეს სამუშაო პროცესი და ახალწვეულები გუნდთან ერთად უნდა წავიდნენ შეკრებაზე...

აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, გიორგი პაპუნაშვილი დაბრუნდეს "დინამოში". სამწუხაროდ, ის ვერ დამკვიდრდა "ვერდერში". ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო "ფიზიკაზე", აგრესიულობაზე, სისწრაფეებზე... კიდევ სხვა კომპონენტებზე...

რა თქმა უნდა, პაპუნაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტალანტთან, უბრალოდ, იქ სხვა სისწრაფეებია.

უფრო მეტი აკადემია!..
- მისასალმებელია, რომ მთავარ გუნდზე არანაკლებ ყურადღებას აქცევთ "დინამოს" საფეხბურთო აკადემიას. მას მერე, რაც კლუბის ხელმძღვანელი გახდით, მართლაც დიდი შრომა გასწიეთ ამ კუთხით. რა გაკეთდა აკადემიაში, რა ვერ მოასწარით?..
- ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება 2-3 ასეთი აკადემია და ამაზე უკეთესიც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა იყოს მსგავსი აკადემიები. მაგალითად, იმერეთში აუცილებლად უნდა იყოს... დღეს ფეხბურთის განვითარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია ასეთი აკადემიების გარეშე.

მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავდა აკადემიაში ჰოლანდიელი სპეციალისტი, კარგი პროფესიონალი... ის შესანიშნავად უძღვებოდა საქმეს, მაგრამ ფეხბურთში გადასვლა-გადმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. ის ჩინეთში წავიდა სამუშაოდ, რადგან ერთ-ერთმა იქაურმა კლუბმა დიდი ფული შესთავაზა... რომ გადახედავ სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატის ცხრილებს, თითქმის ყველგან პირველ ადგილზე "დინამოა".

სხვათა შორის, გუშინ შევხვდი ბავშვებს. ყაზახეთში ითამაშეს საერთაშორისო ტურნირზე და მეოთხე ადგილზე გავიდნენ. როგორც გაირკვა, იქ თერთმეტი-თერთმეტზე უთამაშიათ, ჩვენ კი აქ მათ ასე არ ვათამაშებდით აქამდე. ეს ჩვენი შეცდომა იყო... რაც მთავარია, შიდა კონკურენცია უნდა ამაღლდეს. ბავშვებმა უნდა იგრძნონ ის. ძალიან სამწუხაროა, როცა საფეხბურთო სკოლა არსებობს და მას არ აქვს მინდვრის საფარი...

სახელმწიფომ უდიდესი საქმე გააკეთა ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნით. ფონდმა დაიწყო მუშაობა. კი, შეიძლება, არის პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ ახალი ორგანიზაციისთვის და ეს ბუნებრივიცაა... ასევე, იყო ლაპარაკი ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის შექმნაზეც. ამ ფონდის ამოცანას თავადაც მიხვდებით, რომ ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა...

ახლა ბევრი ამბობს - "დინამოს" უნდა, რომ მარტო იყოს, კონკურენციის გარეშეო. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის სისულელე! პირიქით, მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, საქართველოში მინიმუმ სამი გუნდი მაინც რომ იყოს "დინამოს" დონის. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენთან მეტი კონკურენცია, მეტი კარგი აკადემია იყოს... სხვანაირად ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდება...

როგორც იქნა, გადავდივართ 10-გუნდიან ჩემპიონატზე და ეს ძალიან კარგია, მაგრამ 10 კი არა, 6-გუნდიანი პირველობაც ვერ გვიშველის, თუ ინფრასტრუქტურას არ მივხედეთ. "დინამო არენას" რომ თავი დავანებოთ, გორშია ძალიან კარგი მოედანი და ზესტაფონში, ქუთაისში - არა უშავს. ზოგან კი ისეთია მოედანი, რომ ფეხბურთის თამაში ჭირს.

ვისაც არ შეუძლია ინფრასტრუქტურის გაკეთება, მოვლა და შენარჩუნება, იმ კლუბს და იმ მენეჯმენტს არაფერი ესაქმება უმაღლეს ლიგაში. აბა, ეს რა მიდგომაა: გუნდი მინდა და მოედანი არა? ასე არ შეიძლება!

ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვებს და ინფრასტრუქტურას. ამჟამად, აკადემიის სათავეში დგას მცოდნე, საინტერესო სპეციალისტი. მას აქვს ახლებური მიდგომები...

ეს პროცესი ჩემი მოსვლისთანავე რომ დამეწყო...
- როგორც ვიცით, 16-წლამდელთა შორის ერთობ წარმომადგენლობითი ტურნირის ჩატარებას აპირებთ...
- სერიოზული გუნდები ჩამოვლენ თბილისში, მაგრამ მოდი, ცოტაც მოვიცადოთ. დღესაც არის რამდენიმე მათგანის თანხმობა, მაგრამ ყველას დასტური რომ გვექნება, მერე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ერთ-ორ კვირაში უკვე ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველაფერი.

ეს იქნება ტურნირი ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე. უკვე ველაპარაკეთ ფეხბურთის ფედერაციას. გვინდა, რომ ნახევარფინალი ჩავატაროთ "მიხეილ მესხზე", ფინალს კი უმასპინძლოს "დინამო არენამ". უკვე შევთავაზეთ ტურნირში მონაწილეობა "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" შესაბამისი ასაკის გუნდებს. დანარჩენები სტუმარი გუნდები იქნებიან.

ძალიან კარგი იქნება, თუ წელიწადში ორჯერ მოვახერხებთ საქართველოში ასეთი ტურნირის ორგანიზებას. მერე ამას მოჰყვება ჩვენი გუნდების გასვლა უცხოეთში... საერთოდ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვითამაშოთ უცხოურ ტურნირებზე. ეს არის განვითარების საუკეთესო გზა. პირდაპირ უნდა წავიდეს ინვესტიცია ბავშვებზე და ყველა ერთად ვნახავთ ამის შედეგს. ჩვენი აკადემია ორ-სამ წელიწადში შესთავაზებს "დინამოსა" და სხვა გუნდებს კვალიფიციურ კადრებს.

საერთოდ, ფეხბურთელის გაზრდას 7-8 წელი მაინც სჭირდება. ასე არ ხდება, რომ დათესო და მაშინვე მიიღო მოსავალი. ეს პროცესი ჩემი მოსვლისთანავე რომ დამეწყო, ალბათ, დღეს უკვე გვეყოლებოდა ახალი პაპუნაშვილები, პარუნაშვილები, გველესიანები, კიტეიშვილები...

- და მაინც, თქვენ გჯერათ, რომ მოსავალს მოიმკით...
- რა თქმა უნდა, მოსავალი აუცილებლად მოვა, თუ უვლი, თუ ეფერები... მაგრამ თუ გგონია, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოვა, მაშინ მას ვერ მიიღებ!

P.S. როგორც შევიტყვეთ, თბილისში გასამართავ ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაში რამდენიმე ძალიან კარგი კლუბის ასაკობრივი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ "ატლეტიკოს", "ბეშიქთაშის", "ალკმაარისა" და სხვა ცნობილი გუნდების მოზარდები.

ამ ტურნირის თაობაზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით, მაგრამ ერთი კი აქვე უნდა ვთქვათ - "დინამოს" ხელმძღვანელობა სასარგებლო საქმესაა შეჭიდებული და იმედია, ის წარმატებით დაგვირგვინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 39 /
ჯერ იმ ერთისთვის ვერ მოგივლიათ და კიდევ სამი? ფულის გათეთრების მახეა
x
17 მაისი 2016 09:15
0
კი ფულს გააკეთებდით...
xxx
17 მაისი 2016 09:14
0
რომან
ის რომ დინამო ვერაა ძლიერი, სამაგალითოდ ძლიერი,ეს შენი ბრალი არაა, რაც შეგეძლო კი დაახარჯე, მაგრამ პრობლემა ქართულობაში და მის არასწორ აღქმაშია,არასწორად იმართება კლუბი რომელსაც 5 ჯერ მეტი უნდა შეეძლოს.
გეგმაზომიურობის, სიძლიერის,მიმართულობის მაგალითია სამტრედია, სადაც ქუჩაში გადყრილი და უპატრონოდ მიტოვებული ბიჭებისაგან შეიქმნა ლამაზი,გააზრებული,სასიმოვნო სტილსი მქონე ძალიან პერსპექტიული კლუბი რამდნეიემ თევში, ვისზე უნდა აკეთოს შენმა კლუბმა სწორება,ასევე არანაკლებად პერსპექტიულია გორის დილა.
დღეს დინამო და ტორპედო ერთ დონეზე არიან მიუხედავად განსხვავებული მდგომარეობისა,როგორც ფინანსებში ისე მრავალ სხვა საკითხში.
მე ვისურვებდი რომ დინამოს შეეძლოს სამტრედიასა და დილას დონეზე ეთამაშოს ხოლო ლიგაში ყველა ერთნაირ სასტარტო პიორბებში იყოს.

ალბათ ისიც გეცოდინება რომ დილას ფინანსური პრობლემები ქრონიკასავითა აქვს, სამტრედიაში კი პრემიალურები არ არსებობს, ისევე როგორც ქუთაისშია ამის პრობლემაც.
QWERTY
12 მაისი 2016 17:53
0
Movkvdi sicilhi 2 3 gundi ro ikos egeti ara dzmao tla cava kartuli fexburti xelidan hcven jobia kerlingi vitamahod an xokei... Kveknis hcempioni.evro turnirze ert tamahs ver moigebs da amas gundi kvia
batumi
08 მაისი 2016 22:06
0
მოინდომეთ რო?
მანჩო
07 მაისი 2016 08:56
0
Pიპიას ტავის გარემოცვა ატყუებს და პენლებიტ იგებენ ტამასჰებს და პიპიას უდზახიან მაგარი გუნდია და პიპიასაც ჯერა... გაბალა გაბალა
sopo
30 აპრილი 2016 09:59
0
Rato ezizgebat icit dinamo mtel saqartvelosss.. msajebit ro igeben tamashebss da chempionobas ro artmeven tankebit sxva gundebs. Magaliti samtrediaaa da kadrebic arsebobs rogor sheiyvanes stadionze tankii... gamoaqveynet ro blokavt komentarebs..
lado
30 აპრილი 2016 09:58
0
მინდა მივმართო ინტერნეტში დიდხანს დაკარგულ ბიჭებს სოფლელების ინტერნეტი რომ უკვირთ დინამოს ბალეშიკობა მარტო ინტერნეტი ნუ გგონიათ მოდით სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების ფონზე ხომ ხედავთ ფეხბურთელებს ვარჯიში გგონიათ და რომ არა "მე" და მსაჯები ისე კი ვერ იგებენ :)
ფიფია
29 აპრილი 2016 16:38
0
ადმინ, გთხოვ ჩემი კომენტარები არ დაბლოკო, უცენზურო ხომ არაფერი დამიწერია. ისე, ჩემი კომენტარები რომ არ "გევასება" კი ვიცი.
levani kaxeti
29 აპრილი 2016 15:29
0
სწორედფ ამიტომ მიყვარს "დინამო", რომ არასოდე არ წვრილმანდება და ასეთ რაღაცეებს არ დასდევს, როცა მსაჯები მის წინააღმდეგ სცოდავენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო აღარც კი მახსოვს. თუნდაც "ზესტაფონთან" თბილისური მატჩი, რომელიც 2-2 დამთავრდა. გორგიაშვილის დარტყმული ზედა ძელს მოხვდა და კარის ხაზიდან 1 მეტრში დაეცა. ეს დაინახა ყველამ, მათ შორის ზესტაფონელებმაც და პრეტენზიაც არ გამოუთქვიათ, მაგრამ მსაჯი "შეჯდა" ვირზე და გოლი დააფიქსირა. (?) არანაირი პროტესტი და დედის გინება "დინამოს" მხრიდან. (დევდარიანის გაგჰიჟება მაქვს მხედველობაში, რაც მას არ ეკადრებოდა)
levani kaxeti
29 აპრილი 2016 15:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული