რომან ფიფია გიორგი პაპუნაშვილს "ვერდერიდან" "დინამოში" აბრუნებს?

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოსთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გუნდის გაძლიერების საჭიროებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამორიცხული არაა, ბრემენის "ვერდერში" იჯარით გაშვებული გიორგი პაპუნაშვილი დააბრუნოს.

ფიფიას თქმით, პაპუნაშვილმა გერმანულ გუნდში დამკვიდრება ვერ შეძლო და ამის მიზეზი რამდენიმეა...

"შესაძლოა, გიორგი პაპუნაშვილი დაბრუნდეს "დინამოში".

სამწუხაროდ, ის ვერ დამკვიდრდა "ვერდერში". ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო "ფიზიკაზე", აგრესიულობაზე, სისწრაფეებზე... კიდევ სხვა კომპონენტებზე...

რა თქმა უნდა, პაპუნაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტალანტთან, უბრალოდ, იქ სხვა სისწრაფეებია", - თქვა ფიფიამ.

შეგახსენებთ,
რომ თბილისის "დინამოს" 20 წლის შემტევი გერმანულ კლუბში 2015 წლის ზაფხულში, 1-წლიანი იჯარით გადავიდა. პაპუნაშვილმა "ვერდერის" 23-წლამდელთა გუნდში 18 თამაშში 2 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ჩვენი ფეხბურთელები როგორც სპორტული აზროვნების სისწრაფით ისე ფიზიკური კონდიციებით ჩამორჩებიან არა მარტო ევროპის არამედ მეზობელი რესპუბლიკების ფეხბურთელებს
მურთაზი
21:23 28-04-2016
0
უდიდესი ტალანტი ვერდერის 3 გუნდში ვერ ხვდება)))))))) ვააახ
opaa
21:01 28-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული