თბილისის "ლოკომოტივი": ნიკა ჭანტურიასთვის სეზონი დასრულებულია

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურში, თბილისის "ლოკომოტივი" გორის "დილასთან" 0:2 დამარცხდა. თითქოს ეს საკმარისი არ იყო და 70-ე წუთზე მოედნიდან ნიკა ჭანტურია გაიყვანეს. გუნდის კაპიტანი დაშავდა.

სამწუხაროდ, ტრავმა სერიოზულია. ინფორმაცია "ლოკომოტივის" სოციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

"ფაქტობრივად, ჩემთვის სეზონი დასრულებულია. მარტვილის "მერანთან" შეხვედრის დროს მივიღე ტრავმა, რომელიც "დილასთან" მატჩის დროს გამიმიზეზდა. გამოკვლევისას გამოჩნდა, რომ მარცხენა მუხლია დაზიანებული. სავარაუდოდ, ოპერაციას 11 მაისს გავიკეთებ, მოედანს კი თვენახევარში დავუბრუნდები. იმედია, ტრავმები მომავალ ჩემპიონატში მაინც აღარ შემაწუხებს", - ამბობს ჭანტურია.

სამაგიეროდ, თბილისის "ლოკომოტივს" გამოცდილი მცველი გიორგი ხიდეშელი
დაუბრუნდა და, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დარჩენილ შეხვედრებშიც ითამაშოს. 27 წლის ხიდეშელი 2015 წლის შემოდგომაზე დაშავდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვარჯიში ახლახან განაახლა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო "ლოკომოტივს" ვერ ეხმარებიან მეკარე რევაზ თევდორაძე და წინახაზელები - რევაზ ჩიტეიშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, დემურ ჩიხლაძე, ბაჩანა ცხადაძე, შერმადინ ართმელაძე და ვატო არველაძე.

პლუს ამას, მორიგ ტურს გამოტოვებს რატი არდაზიშვილი, რომელიც "დილასთან" მატჩში მიღებული ორი ყვითელი ბარათისთვის გააძევეს და დისკვალიფიცირებულია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
unichieresi mcveli romelic datanja tranvebma,arda sheedzlo da sheudzlia didi fexburti itamashos. jer kidev axalgazdaa da dakarguli araferia. male gamojanmrteldi megobaro.
...................
09:11 07-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული